ასე, ჩემო მანასეო… თბილისში – კალაძისათვის, გროზნოში – პუტინისთვის, აქ – გადამწვარი ტყეებისთვის, იქ – გადამწველისთვის

0
375
7 ოქტომბერს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქის სტადიონზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 65-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაში ერთმანეთს ადგილობრივთა გუნდი "ლიდერი" და იტალიის ნაკრების ვეტერანები დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
 
"ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში 7 ოქტომბერს საფეხბურთო მატჩი გაიმართება გუნდ "ლიდერსა" და იტალიის ვეტერანთა ნაკრებს შორის. მატჩი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს მიეძღვნება. თამაში სტადიონ "ახმატ-არენაზე" გაიმართება და მასში მონაწილეობას რუსული და იტალიური ფეხბურთის ლეგენდები მიიღებენ", – ნათქვამია განცხადებაში.
 
როგორც წყარო იუწყება, იტალიის ვეტერანთა ნაკრებში ითამაშებენ: სტეფანო ფიორე, მასიმო ოდო, სალვატორე სკილაჩი და სხვები… შეგახსენებთ, რომ დასახელებულ იტალიელ ფეხბურთელთაგან 29 სექტემბერს თბილისში, საქველმოქმედო მატჩში "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" მონაწილეობის მისაღებად მასიმო ოდო იმყოფებოდა.
 
რაც შეეხება მეორე გუნდს, "ლიდერს" ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი უკაპიტნებს, გუნდში კი სხვებთან ერთად იქნებიან: ფეხბურთელი ალეკსანდრ კერჟაკოვი, რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ვალერი კარპინი.
 
ცნობისთვის, "ლიდერსა" და იტალიის ნაკრების ვეტერანებს პუტინის 63-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ ამხანაგურ მატჩში 2015 წელსაც უთამაშიათ.
 
წინა სტატიამასწავლებლის საერთაშორისო დღეს ზუგდიდში ღონისძიებით აღინიშნება
შემდეგი სტატიაზუგდიდის გამგეობის დაცვის თანამშრომელი სამსახურში ყოფნისას გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური