ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საჯარო მოხელეთა გასაუბრება. კომისიის შემადგენლობაში 5 წევრია, მათ შორის, 4 საჯარო მოხელე და ერთი პროფკავშირების წარმომადგენელი. კომისიას რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია ხელმძღვანელობს.ზუგდიდის გამგეობაში საჯარო მოხელეთა გასაუბრებაზე დასწრება მოითხოვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს “ ზუგდიდის ორგანიზაციამ, თუმცა ისინი გასაუბრებაზე არ დაუშვეს, არასამათვრობო ორგანიზაციამ შესაბამისი მოთხოვნით წერილი სპეციალურ კომისიას გაუგზავნა, თუმცა კომისიამ მათ დასწრებაზე უარი უთხრა, მიზეზად კი მთავრობის 417-ე დადგენილება დაუსახელეს.საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით, მათთვის გაუგებარი და მიუღებელია, ის მიზეზი, რის გამოც უარი ეთქვათ პროცესში დამკვირვებლობაზე.მისივე თქმით მთავრობის 417-ე დადგენილებაში არასამთავრობო ორგანიზაციების გასაუბრებაზე დაშვების შესახებ არანაირი აკრძალვა არ არის დათქმული. გამჭვირვალობისთვის ასევე გაუგებარია, რატომ არიან კომისიის წევრებად ის პროფესიული საჯარო მოხელეები, რომელთა შეფასებაც სხვა მოხელეთა მსგავსად უნდა მოხდეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ლიკვიდაციის შესახებ განკარგულებას გამგებელმა ლაშა გოგიამ 7 სექტემბერს მოაწერა ხელი. ლიკვიდაცია შეეხო მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ყველა პროფესიულ საჯარო მოხელეს, ზუგდიდის გამგეობაში საჯარო მოხელეთა გასაუბრება დღეს დაიწყო და ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მთავარისიახლეებისაზოგადოება„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ზუგდიდში საჯარო მოხელეთა გასაუბრებაზე არ დაუშვეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ზუგდიდში საჯარო მოხელეთა გასაუბრებაზე არ დაუშვეს
სიახლეები
სიახლეები
მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...
საზოგადოება
NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...
სიახლეები
კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე
ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...
სიახლეები
საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...