მთავარისიახლეებიპოლიტიკასაჯარო სამსახურებსა და სასწავლო დაწესებულებებში საარჩევნოდ ,,ქართული ოცნების '' დროშების ფრიალი...

საჯარო სამსახურებსა და სასწავლო დაწესებულებებში საარჩევნოდ ,,ქართული ოცნების ” დროშების ფრიალი აუტყდათ, რას უყურებს ცესკო?

Published on

ცენტრალური საარჩევნო კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:
 
№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლის თამარ დიასამიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
 
ოქმის შედგენის მიზეზი გახდა თამარ დიასამიძის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერების კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ატვირთვა, სადაც ფიქსირდებოდა პარტიული ლოგო, დროშა და სხვა სიმბოლიკა.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოს განცხადებით ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მიმართა, რის შემდეგაც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა.
 
მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
 
დღესვე, №82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სოფ. სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებლის მარინა დარჩიძის მიმართ 26 სექტემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
 
მარინა დარჩიძემ სკოლაში მოსწავლეებთან ერთად გადაიღო ფოტოსურათი, რა დროსაც საკლასო მერხებზე განთავსებული იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული დროშები. აღნიშნული ფოტო მარინა დარჩიძემ ფეისბუქზე განათავსა.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით შუახევის საოლქო კომისიას განცხადებით ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მიმართა, რის შემდეგაც შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა.
 
მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
 
21 სექტემბერს №39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ასპინძის გამგებლის ლევან ცაბაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
 
ოქმის შედგენის მიზეზი გახდა ლევან ცაბაძის მიერ წინასაარჩევნოდ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას წარმოადგენს.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოს განცხადებით ორგანიზაცია „მრავალეროვანმა საქართველომ“ მიმართა, რის შემდეგაც ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა.
 
მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...