მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ არის მზის გვირგვინი თავად მზეზე ცხელი? ნასას კოსმოსური ზონდი 2018...

რატომ არის მზის გვირგვინი თავად მზეზე ცხელი? ნასას კოსმოსური ზონდი 2018 წელს მზის ატმოსფეროში შევა

Published on

NASA ისტორიული ექსპედიციისთვის ემზადება. მეცნიერები მომავალ წელს მზეზე ზონდის გაგზავნას გეგმავენ. ის გახდება პირველი აპარატი, რომელიც მზის ატმოსფეროში შევა. 2024 წელს კი, მას გარეშემო შემოუვლის და დედამიწაზე მონაცემებს გამოაგზავნის.

 ზონდის დახმარებით, მეცნიერები შეძლებენ დაადგინონ, რატომ არის მზის ატმოსფერო და გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელიმისი უმთავრესი ამოცანაა შეისწავლოს მზის სიახლოვეს არსებული პლაზმის ნაწილაკები და მათი ზეგავლენა მზის ქარზე

 ხომალდმა ჯერ რამდენიმე კრიტიკული გამოცდა უნდა გაიაროს. აპარატი მზეს 7 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდება და მოუწევს გაუძლოს 1371 გრადუს ცელსიუსს და ძლიერ გამოსხივებას.

 

აპარატის გაშვებისათვის 20 დღიანი ფანჯარა 2018 წლის 31 ივლისს გაიხსნება. ზონდს გაშვების შემდეგ მოუხდება გრავიტაციული  მანევრების რამდენიმე სერიის განხორციელება ვენერას სიახლოვეს და საბოლოო ჯა,ში იგი მაქსიმალკურად მიუახლოვდება მზეს, დაახლოებით 9 მზის რადიუსის მანძილზე. მისია გათვლილია შვიდ წელიწადზე

ექსპედიცია მზეზე NASA- მილიარდნახევარი დოლარი უჯდება. ამ დღეებში კოსმოსურ აპარატს სახელი გადაარქვეს –  Parker Solar Probe.პროექტს ეს სახელი ცნობილი ამერიკელი ასტრონომის იუჯი ნიუმენ პარკერის პატივსაცემად უწოდეს. 89 წლის მეცნიერი პარკერი არის ავტორი ერთერთი პირველი ნაშრომისა მზის ქარის თავსებურებათა და გეომაგნიტურ ველთან მისი ურთიერთქმედების შესახებ.

მან შეისწავლა მზის ატმოსფეროს მოდელი და მისი გვირგვინისგან მომდინარე ნივთიერება, და მივიდა დასკვნამდე, რომ მზის ქარის სისწრაფე მატულობს მზისგან დაშორების ზრდის პროპორციულად და ზებგერით ნიშნულს აღწევს

 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...