24 წელი სოხუმის დაცემიდან

0
522
დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 24 წლისთავია— საქართველოს უახლეს ისტორიაში, ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის(1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად, ქართველთა, ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა. 1993 წლის 27 სექტემბრიდან, ქალაქ სოხუმს, აკონტროლებენ აფხაზი სეპარატისტები. საქართველოს პარლამენტის მიერ, 2008 წელს მიღებული კანონის თანახმად, აფხაზეთი, ოკუპირებულია, რუსეთის ფედერაციის მიერ.აფხაზეთის ომი, (1992-93) წლებში, საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ. ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიმდინარეობდა. სეპარატისტთა მხარეს. ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი),  დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა, რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი, გუდაუთაში.  1882-93 წლის, აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ, ქალაქმა, დაკარგა თავისი მნიშვნელობა. 1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზმა სეპარატისტებმა, ადგილობრივი სომეხი და ჩრდილო-კავკასიელი მოხალისეებისა და რუსული ჯარის დახმარებით, შტურმით აიღეს სოხუმი. თითქმის ერთი წლის მანძილზე, განუწყვეტელი დაბომბვებისა და შეტევების შედეგად, ქალაქი ძლიერ დაზიანდა, მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად, ქალაქში განადგურდა 10 000-ზე მეტი შენობა.კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს, ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი.სოხუმისათვის გადამწყვეტ ბრძოლას, წინ უძღოდა შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს, ორ მხარეს შორის. შეთანხმება 16 სექტემბრამდე  გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს, ამ დროისთვის, მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი, კონფლიქტის ზონიდან, უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით, ქართულმა ნაწილებმა, ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.ქალაქის აღების შემდეგ, შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა, დარჩენილი მოსახლეობის, არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ხოლო ალექსანდრე ბერულავა, უგზოუკვლოდ დაიკარგა.რამდენიმე დღეში, სეპარატისტთა ძალებმა, აფხაზეთის, თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს (კოდორის ხეობის გარდა).საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას, რეგიონში, ქართული მოსახლეობის, ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი, 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები, აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, სოხუმის დაცემით დასრულდა. 10 ათასზე მეტი დაღუპული სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე, დაკარგული ტერიტორიები, 300 ათასზე მეტი დევნილი, საჯაროდ დახვრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ცოცხლად დამარხული სამხედრო ტყვეები. მიწასთან გასწორებული დაკარგული აფხაზეთი.  ასეთი რეალობაა, 24 წლის შემდეგაც. მთელი დღის მანძილზე ხელისუფლება, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები ომში დაღუპულთა მემორიალთან, მონაცვლეობით მიდიოდნენ. პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები, ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა, აფხაზეთის ტერიტორია, მთლიანად გააპარტახა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.გთავაზობთ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტურ ფილმს – "სოხუმის უკანასკნელი დღე". ალყაში მოქცეული სოხუმი და ხაფანგში მომწყვდეული მშვიდობიანი მოსახლეობა. უიარაღოდ დარჩენილი ქართველობა აფხაზი, რუსი და ჩრდილო კავკასიელი ბოევიკების პირისპირ. ბრძოლა ხელისუფლებისათვის და მიტოვებული აფხაზეთი. თომა ჩაგელიშვილის ახალ დოკუმენტურ ფილმში, პირველად გაეცემა პასუხი კითხვას – რატომ დაეცა სინამდვილეში სოხუმი. იყო თუ არა მართლაც ღალატი და რატომ არ დაეხმარა ალყაშემორტყმულ ქალაქს ოჩამჩირის ფრონტი, სადაც, სულ ცოტა, 5 ათასი მეომარი იდგა მძიმე ტექნიკითა და არტილერიით.
 
 
წინა სტატიაირაკლი კობახიძის ცინიკური შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაპატიმრების უფლებათა დაცვის ლოზუნგით მოსული ხელისუფლება პატიმრებს აწამებს. რას ამბობს სახალხო დამცველი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური