მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტმა უარი თქვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე, თავმჯდომარე ნაწყენია, თუმცა ეს...

პრეზიდენტმა უარი თქვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე, თავმჯდომარე ნაწყენია, თუმცა ეს პრეზიდენტისგან არ უკვირს

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა უარით უპასუხა  პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნას, რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შესახებ. – . ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა. 
 
"საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა იმიტომ, რომ, პირველ რიგში, კონსტიტუციის პროქტს აქვს არაერთი ხარვეზი. მათ შორის მთავარი არის ის, რომ ის თანხმობის დოკუმენტი არ არის. ამავე დროს პროექტის შემუშავება ნაჩქარევად მოხდა და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციიის კომისიის რეკომენდაციები. შედეგად ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს. ამავე დროს პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანნსაც კი და შესაბამისად, ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას არ ნიშნავს. ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი, რადგან კონსტიტუციის თანახმად, უმრავლესობას თვითონაც შეუძლია შეიკრიბოს 48 საათის გავლის შემდეგ,'' – განაცხადა ანა დოლიძემ. 
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის არდანიშვნას ჩვეულ სტილში გამოეხმაურა: 
 
“ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენ გვაქვს უკვე ამის პრეცედენტი. პირველი პრეცედენტი შექმნა მარგველაშვილმა იმის, რომ ის არ ნიშნავს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რაც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს პარლამენტის მოთხოვნით და მთავრობის წარდგინებით. წარდგინებას და მოთხოვნას შორის ზუსტად ის განსხვავებაა, რომ ერთ შემთხვევაში დისკრეცია აქვს პრეზიდენტს, მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე სხდომა. შესაბამისად, სხდომის არდანიშვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ეს არის ასევე, პარლამენტისადმი უპატივცემულობის გამოხატულება, თუმცა ამას მიჩვეული ვართ“, – განაცხადა კობახიძემ.
 

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით გუშინ მიმართა. 
 
,,ახლა, როცა  პრეზიდენტმა არ გამოსცა აქტი, პარლამენტს შეუძლია სამშაბათს, 14:00 საათიდან შეიკრიბოს და კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე იმსჯელოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განუცხადა.
 
"ჩვენ ვამბობდით, რომ მესამე მოსმენა იქნებოდა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ და ეს გვინდოდა ყოფილიყო 26 სექტემბერს. გავითვალისწინეთ ის შემთხვევაც, როგორ მოვქცეულიყავით პრეზიდენტს სხვადასხვა მიზეზების გამო, რომ არ მოეწვია რიგგარეშე სხდომა. ვინაიდან პრეზიდენტს კვირას, 14:00 საათზე გაეგზავნა მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, 48 საათი იწურება სამშაბათს, 14:00 საათისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან პრეზიდენტმა არ გამოსცა ეს აქტი, სამშაბათს 14:00 საათიდან პარლმენტს შეუძლია შეიკრიბოს და იმსჯელოს კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენაზე",- განაცხადა კახიანმა. 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...