მთავარისიახლეებისაზოგადოებაწაღვერის ტყის ხანძრის ჩაქრობაში დღეს დილიდან აზერბაიჯანული ვერტმფრენი ერთვება

წაღვერის ტყის ხანძრის ჩაქრობაში დღეს დილიდან აზერბაიჯანული ვერტმფრენი ერთვება

Published on

წაღვერის ტყეში ისევ ხანძარია. გუშინ ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალა და ავიაცია ცდილობდა.. დღეს  დილიდან  ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ორ ქართულ ვერტმფრენთან ერთად, ერთი აზერბაიჯანული  ვერტმფრენიც ჩაერთვება, იგი  უკვე შემოფრინდა  ბორჯომის ხეობაში
 
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 250-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელი და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ცეცხლის ქრობის ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებენ, რათა ხანძრის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში მოხდეს.
 
მათივე ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, ჩართულია 20-მდე მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, 18 ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და კომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენები. საჰაერო ტექნიკამ დღის განმავლობაში 104 გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 215 ტონა წყალი დაასხა.ხანძრის კერების მონიტორინგს საქართველოს საჰაერო ნავიგაციის ვერტმფრენი ახორციელებს.
 
მიუვალ ადგილებში სხვადასხვა მიმართულებით მძიმე ტექნიკის დახმარებით 6 კილომეტრამდე გზა გაიჭრა. ხანძრის კერებთან შეყვანილია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 
 
საგანგებო შტაბში ამბობენ, რომ ხანძრის შეჩერება მოხერხდა და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს., ახლა მისი სრული ლიკვიდაციის საკითხი დგას. 
ნახანძრალ ტერიტორიაზე გუშინ  ექსპერტები ჩავიდნენ და შეაფასეს, რა დრო და რესურსი დასჭირდებოდა განადგურებული ტყის აღდგენას. მათი განცხადებით, დაწყებულია ეროზიული პროცესები და არის მეწყრის საფრთხე.
 

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...