მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს 11:00 საათზე წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს მუზეუმიდან ...

დღეს 11:00 საათზე წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს მუზეუმიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

Published on

დღეს  11:00 საათზე წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს მუზეუმიდან  სამების საკათედრო ტაძარში  გადაასვენებენ.
 
პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ამასტრან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვას აღავლენს. 
25 სექტემბერს, 13:00 საათზე, ლუსკუმას წმინდანის ნაწილებით კახეთში ალავერდის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც 26 სექტემებრს, ქეთევანობის დღესასწაულზე იქნება დასვენებული. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.
 
 
 
წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილები  გუშინ დროებით ჩამოაბრძანეს საქართველოში  ინდოეთიდან, სადაც იგი მისი  წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა წაასვენეს წამების სემდეგ.  
მათ ნადირთა საჯიჯგნად დატოვებული გვემული სხეული   დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და  ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში დაავანეს.  შემდგომში მიწისძვრის შედეგად მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი დიდხანს ითვლებოდა დაკარგულად, იგი ინდოელ არქეოლოგებთან და ექსპედიციის წევრებთან ერთად, ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ 2006 წელს აღმოაჩინა. 
 

 
სიწმინდეს თბილისის აეროპორტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და მრევლთან ერთად დახვდა. 
აეროპორტიდან წმინდა დედოფლის ნაწილი მუზეუმში გადააბრძანეს. 
 
 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...