მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუშინ კიევში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

გუშინ კიევში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

Published on

გუშინ კიევის ცენტრში ავტომობილი  აფეთქდა, რა დროსაც ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე, თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, მეტსახელად ”ზოონი” დაიღუპა. მასთან ერთად მყოფი ქალი დაშავებულია, ბავშვი კი გადარჩა.
უკრაინაში  საქართველოს ელჩის, გელა დუმბაძის განცხადებით კიევში მომხდარ აფეთქებას  ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
 
მისივე თქმით, საქმე გამოსაძიებლად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროდან უკრაინის უშიშროების სამსახურში გადაინაცვლებს.
 
”მომხდარს უკვე მიენიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია. გარდაცვლილი ადამიანი არის ეროვნებით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე. საელჩოს საკონსულო განყოფილებისთვის დამატებით თხოვნით არავის მიუმართავს გადმოსვენებაზე, ან რაიმე სხვა საკითხთან დაკავშირებით. უკრაინელ სამართალდამცველებთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით”, – განაცხადა გელა დუმბაძემ.
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...