მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

Published on

გუშინ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო "ეიფორიასთან'' ახლოს მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.  ორივე კომპანია "მეტროს" თანამშრომელია.
მუშების   დაღუპვის მიზეზი, ერთ-ერთი ვერსიით, ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ამ ვერსიის თანახმად, მუშები ამწე კრანის საშუალებით კორპუსის მაღალ სართულთან იმყოფებოდნენ, რა დროსაც ამწე მოწყდა.
კომპანია "მეტროს" დირექტორის რაულ კახაძე ამ ვერსიას გამორიცხავს, მისი  თქმით, ამწეები გამართული იყო და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტაციაც არსებობს.
"მშენებლობაზე დაცულია უსაფრთხოების ნორმები და ამას გამოძიებაც დაადგენს. , – განაცხადა კახაძემ. 
იგი  უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახს და აცხადებს, რომ მუშები დაზღვეულები იყვნენ და შესაბამისად, მათი ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ. მომხდარის მიზეზებს კი გამოძიება დაადგენს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლია სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთოების წესების დარღევევას, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. 

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...