მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში პოლონეთის სეიმის დელეგაცია იმყოფება, საუბარი, სავარაუდოდ, რეფორმებსა და პრეზიდენტ სააკაშვილზე...

თბილისში პოლონეთის სეიმის დელეგაცია იმყოფება, საუბარი, სავარაუდოდ, რეფორმებსა და პრეზიდენტ სააკაშვილზე იქნება

Published on

თბილისში პოლონეთის სეიმის დელეგაცია იმყოფება. პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი შეხვედრებს დღეს დილიდან დაიწყებს. დელეგაციას მალგორჟატა გოშიევსკა ხელმძღვანელობს. ის არა ერთი ვიზიტით არის ნამყოფი საქართველოში და ციხეში პირადად მოინახულა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილიც, რომელიც მან პოლიტპატიმრად მოიხსენია.
 
გოშიევსკას სახელმა, ბოლოს რუსი პრანკერის მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერშიც გაიჟღერა, სადაც მას სავარაუდოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ახსენებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის კონტექსტში.
 
რაც შეეხება დელეგაციის ვიზიტს, ისინი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს გაესაუბრებიან, ასევე დაგეგმილია შეხვდრები საგარეო საქმეთა და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან.
 
საქართველოში ვიზიტად მყოფ პოლონეთის დელეგაციასთან შეხვედრებს საპარლამენტო უმცირესობა  გამართავს.
 
 „ნაციონალურ მოძრაობა” პოლონეთს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილისადმი პოლონელი დეპუტატების მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია. პარტიის ლიდერების თქმით, სეიმის წევრებთან შეხვედრაზე ყურადღება სწორედ ორ ქვეყნას შორის ურთიერთობებზე გამახვილდება. 
 
„პოლონეთის ხელისუფლება, პარლამენტი, ისევე როგორც პოლონეთის დეპუტაცია ევროპარლამენტში და ევროსაბჭოში, ყოველთვის უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას მხარს და ყოველთვის ისინი იყვნენ პირადად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები,“ – აცხადებს „ენმ“-ის წევრი რომან გოცირიძე.
 
საკონსტიტუციო ცვლილებებზე აპირებს ინფორმაციის მიწოდებას პოლონეთის დელეგაციისთვის “ევროპული საქართველო”. ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები იქნება ის ძირითადი თემები, რაზეც შეხვედრებზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ისაუბრებენ.
 
„ჩვენ გვინდა ჩვენი პარტნიორები კარგად იყვნენ ინფორმირებული, როგორ მიდის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, როგორ მიდის სხვადასხვა რეფორმის პროცესი, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი მათ შორის. ეს ვიზიტი ამ მიზანს მოემსახურება და ბუნებრივია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...