მთავარისიახლეებისაზოგადოება“ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ მზად ხართ ასეთი სირცხვილისთვის? მე მზად ვარ თავი...

“ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ მზად ხართ ასეთი სირცხვილისთვის? მე მზად ვარ თავი გავწირო საქართველოსთვის,“ – მიხელ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა   "არჩევანის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა რისკებზე, რომელიც მის მიერ  10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინის საზღვრის გადაკვეთას უკავშირდება.
,, ყველაფერი, რაც ჩემს  წინააღმდეგ გაკეთდა, ყველანაირი კანონის, კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოხდა. მე მაქვს უკრაინაში შესვლის უფლება და  შევალ უკრაინაში. ერთადერთი, რაც შეძლება მათ გააკეთონ, უბრალოდ მომიტაცონ, ჩამტენონ სადღაც და გადამაგზავნონ საქართველოში. თეორიულად ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“ – აცხადებს სააკაშვილი.
 
“იქ რამდენიმე დღის წინ ჩაიტანეს ძალიან ბევრი ახალი მესერი, მავთულხლართები, ჩაიყვანეს ბეტეერები, გააორმაგეს მესაზღვრეთა რაოდენობა, სპეციალური ჯგუფები გააგზავნეს, კიევიდან კი, ისინი ემზადებიან ჩემ არ გასატარებლად. ლეგალურად მე მაქვს უფლება დავბრუნდე უკრაინაში. მე არ მაქვს არცერთი ქვეყნის მოქმედი დოკუმენტი, არ მაქვს მართვის მოწმობაც კი, უკრაინის პასპორტით გადავადგილდები, რომელსაც ევროპელები აღიარებენ, სპეციალური შემთხვევაში, არაფორმალურად აღიარებენ, ამერიკიდანაც გამომიშვეს ამ დოკუმენტით, მაგრამ ფორმალურად ეს დოკუმენტი გაუქმებულია,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ყოფილ პრემიერმინისტრზე, ბიძინა ივანაშვილზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პუტინის დაკვეთით მოქმედებს.
 
“ივანიშვილს უნდოდა გაეკეთებინა ის, რაც გაუკეთა ბაჩოს, ვანოს, რომ ჩავესვი 4 კვადრატულ მეტრ კამერაში და 4 წელი იქ ვყოფილიყავი, სანამ გაარკვევდნენ ვითომ პროკურორები, ჩემი კოსტიუმების ბედს. ეს იყო პუტინის დაკვეთა. ახლა დაემთხვა პუტინის და პოროშენკოს ინტერესები. არ ყოფილიყო ის სიტუაცია, რაც ვანოზე და ჩამოვიდოდი სასამართლოში ვაგებდი პასუხს, მაგრამ რაზე უნდა ვაგო პასუხი? თითიდან გამოწოვილი ჭორვილელი ოლიგარქის ავადმყოფურ ფანტაზიებზე? “ – აღნიშნა სააკაშვილმა.
 
“მე ვარ ყველანაირი სცენარისთვის მზად, თუ ეს ორი ოლიგარქი მოილაპარაკებს და შეასრულებს პუტინის გეგმას და მომიტაცებს უკრაინიდან და გადამცემს ივანიშვილს პირად პატიმრად, მაშინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ მზად ხართ ასეთი სირცხვილისთვის? მე მზად ვარ თავი გავწირო საქართველოსთვის,“ – განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...