მთავარისიახლეებისაზოგადოებააზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში საქართველოს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია IPPC დახმარებას ჰპირდება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში საქართველოს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია IPPC დახმარებას ჰპირდება

Published on

აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემასთან ბრძოლაში საქართველოს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია IPPC დახმარებას ჰპირდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მავნებელთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.„ახალი ინვაზიური მავნებელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამ მავნებელთან ბრძოლის დიდი საერთაშორისო პრაქტიკა ევროპაშიც არ არსებობს. შედარებით, მეტი გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუგროვდათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ, ის მიდგომები, რაც ეფექტიანი იქნება მავნებლის დასამარცხებლად“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.როგორც მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალურმა მდივანმა განაცხადა, საქართველო აზიური ფაროსანას სახით, მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას და მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. „ჩვენ ვითანამშრომლებთ მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან დაცვისა და ფიტოსანიტარული საკარანტინო ღონისძიებების ჩატარების, აგრეთვე სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით“, – აღნიშნა ჯინგუენ შიამ.სოფლის მეურნეობის მინისტრისა და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალური მდივნის შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...