მთავარისიახლეებისაზოგადოებაკახეთში ვითარება რთულია- ცეცხლის ჩაქრობას რთული რელიეფური პირობები აძნელებს

კახეთში ვითარება რთულია- ცეცხლის ჩაქრობას რთული რელიეფური პირობები აძნელებს

Published on

კახეთში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ავიაცია დილიდან ჩაერთო. ადგილზე მუშაობს ერთი ქართული კერძო ვერტმფრენი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი და ორი ირანული ვერტმფრენი. სოფელ ართანას ტყეში მნიშვნელოვნად იზრდება ოპერაციაში მონაწილე ცოცხალი ძალაც.ადგილზე მყოფ მეხანძრეებს, მაშველებსა და რეინჯერებს დღეიდან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400 თანამშრომელი დაემატა.ასევე მოხდა სპეცდანიშნულების რაზმის 50 თანამშრომლის ადგილზე გადაყვანა.ადგილი, სადაც ცეცხლი მძვინვარებს, მიუვალია, შეუძლებელია არა თუ ტექნიკის, არამედ მაშველების ფეხით მისვლაც კი. ადგილზე მეხანძრე-მაშველების გადაყვანა ვერტფრენებით ხდება.კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ვითარება ადგილზე კვლავ რთულია. მისი თქმით, შესაძლებელია დღეს ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდეს.„გუშინ ღამით იქნა მობილიზებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე მებრძოლი. დაახლოებით 2 საათში იქნებიან უშუალოდ ცეცხლის კერებთან და იმუშავებენ ცეცხლის კერებზე. ფრენების ნებართვა მიღებულია და ქართული ვერტმფრენები დაიწყებენ დესანტირებას სპეცდანიშნულების რაზმისა და მეხანძრეების ალპურ ზონაში, რომ ზემოდანაც იქნეს ლოკალიზაციაზე მუშაობის გაგრძელება,“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.საფრთხის მაღალი დონის გამო, საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით, მეხანძრე მაშველები გუშინ გვიან ღამით ხანძრის ადგილიდან გამოიყვანეს.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...