მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ იცეკვება ,,სამაია'' ქართული ოცნების დაკრულზე

როგორ იცეკვება ,,სამაია” ქართული ოცნების დაკრულზე

Published on

,,მანანა ბერიკაშვილს ხომ არ დაავიწყდა რომ ჩავასკდი გურჯაანში კინაღამ რომ მოკლეს”- რეჟისორი ქეთი დოლიძე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან მისი გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება და წუხს,  რომ მანანა ბერიკაშვილმა და ნინელი ჭანკვეტაძემ ,,თავიანთი ნამდილი სახე აჩვენეს”
 
რეჟისორმა კულტურის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს კიდევ ერთხელ შეახსენა წარსული: მიკვირს მანანა ბერიკაშვილის, რომელიც დუმს და ხმას არ იღებს. თუ ამდენი პრობლემა გროვდებოდა სამინისტროში ჩემ წინააღმდეგ რატომ ერთხელ არ ამოიღო ხმა?! დაავიწყდა გურჯაანში რომ ჩავასკდი კინაღამ რომ მოკლეს? ნინელი ჭანკვეტაძეს ეძინა და გავაღვიძე რადგან კურსელები იყვნენ და მე მივდიოდი ეგეც გამომყვა. მოხსნეს მინისტრის მოადგილეობიდან ხომ არ დაავიწყდა ვინ დააბრუნებინა მისი თავი?! ასეთი არაჩვეულებრივი მამის და დედის შვილი ასეთ რაღაცეებს რომ ჩადის მიკვირს. მანანა თუ ჩემი თანამდებობა არ არის მუდმივი- შენი არის?! ხალხო რომელ მორალზე და სინდისზეა ლაპარაკი? ეს შეგნებული პროვოკაციაა”
,,ქალბატონი მანანაც მახსოვს, ხუთიანებს რომ აჩვენებდა. როცა ბასა ფოცხიშვილი ეკითხებოდა-შენ მანანა, ხუთი?- დიახ, დიახ, ხუთი"-  განაცხადა  მან.
 
 მთელ ამ ვნებათაღელვაში ქეთი დოლიძე რომ საბოლოოდ გამოვიდა მწყობრიდან, მეტყველებს მისი გამწარებული სხვა პოსტებიც –  
..5 წუთის წინ მანანა ბერიკაშვილი ახალ ფეხსაცმელს ყიდულობდა ბათუმში! იმ სიკეთით გაცვითე, რა სიკეთეც ჩაიდინე! მკვლელბი ხართ! ბრავო! ჩააკითხე ნინელის, ზაზას და 10 მოღალატეს! მანდვე არიან, გიგოლეთში! იზეიმეთ!
წავედი, ბერტოლუჩის უნდა ვუყურო!!!!" 
 
,,ძალიან მიკვირს ნინელი ჭანკვეტაძე იმ ათ ხელმოწერაში რომ აღმოჩნდა.იგი უკვე აღარ არის ჩემი მეგობარი. ერთი სიკვდილი მაშინ გავათავე, მაგის კომენტარი რომ მოვისმინე იმპერატიული ტონით. უბედნიერესი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ ეს განსაცდელი ღმერთმა გამომიგზავნა, რომ დამენახა, ვინ ვინ არის და თურმე ნახევარ საქართველოზე მეტს მართლა ვუყვარვარ. ნინელიმ ადგა და უბრალოდ წყნარად და მშვიდად დაისამარა თავი. ის, რაც იწერება ნინელიზე… მე გული მწყდება რა უქნა ამ ადამიანმა თავის თავს. ", – ამბობს ქეთი დოლიძე 
 

"SOS!!!!! ნიკოლოზ რურუას ოფიციალურად ვულოცავ ჩემს მოხსნას! შეგისრულათ თქვენმა თანაპარტიელმა სურვილი და დავალება! და კიდევ იმ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა!!!! ბრავო ნინელი! ბრავო, ზაზა!" 

 
ყველაფერს აგვირგვინებს მსახიობი გურანდა გაბუნია, რომელიც ასე გამოეხმაურა ქეთი დოლიძის გადაყენებას  კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან: 
“ქეთი ის ქალი არ არის, რომ ვინმე მათხოვრად დაუჯდეს. მე მგონი წავა და დადგამს რუსეთში, გიჟდებოდა ეს კაცი ქეთისთვის, იძახდა, ამას რომ უყვარს თეატრი, ნეტა ყველას ეგრე მაგარდ უყვარდესო. ქეთის დაუტოვა ეს თეატრი. ამხელა სპექტაკილი დადგა, ერთი თვე თამაშობდნენ ედინბურგში, ნინელი არ თამაშობდა მთავარ როლს, ნინელი არ იყო ფილმში, რომელიც დაუდგა ზურას და ნინელის?“, – აცხადებს გურანდა გაბუნია.
  
შეიძლება ასეც მოხდეს, იქნებ იქ  მაინც დაუფასონ  ტომეულები, მაშინ როცა საქართველოში ბევრს მისი ,,კუკარაჩაც'' არა აქვს ნანახიი  ან ნანახი აქვს და გენილობისა ვერაფერი შეატყო. რუსეთში ქართველი კოლაბორაციონისტები უყვართ. 
 
შეგახსენებთ, რომ მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით,მიხეილ თუმანიშვილის სახელობის  ქეთი დოლიძის გათავისუფლებას,  თუმანიშვილის სახელობის კინომსახიბთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე გახდა.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....