მთავარისიახლეებისაზოგადოებაკახეთში სატვირთო ავტომობილი და ერთ ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა

კახეთში სატვირთო ავტომობილი და ერთ ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა

Published on

სოფელ ოჟიოში ხანძრის შედეგად "ზილის" მარკის ავტომობილი და ერთ ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა. ცეცხლი ავტომობილს შეკეთების პროცესში გაუჩნდა, რომელიც შემდეგ ავტოფარეხზე და სათავსოზე გავრცელდა, რომელშიც თივა იყო.ხანძრის ჩაქრობაზე ახმეტისა და თელავის სამი სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით  ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.,,სატვირთო ავტომანქანაზე ძარა იყო დამაგრებული და რთველისთვის ამზადებდნენ. შეკეთების დროს ცეცხლი მოეკიდა, რის შედეგადაც გაზის "ბალონები" აფეთქდა. ძლიერი ხანძარი იყო და ცეცხლის სოფელში გავრცელების საფრთხე არსებობდა. ზარალი საკმაოდ დიდია“, – განაცხადა გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ოჟიოში, იოსებ ჯავახიშვილმა.

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...