მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ში რუსეთის ახალ ელჩზე ევროკავშირისა და კანადის სანქციები მოქმედებს

აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩზე ევროკავშირისა და კანადის სანქციები მოქმედებს

Published on

„ვეცდები, დავარწმუნო ამერიკელები, რომ რუსეთი მათი მტერი არ არის“, – აცხადებს აშშ-ში რუსეთის ახალი ელჩი ანატოლი ანტონოვი. მისივე თქმით, რუსეთიცა და აშშ-იც ბირთვული პოტენციალის მქონე ქვეყნებია და გლობალურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აქვთ აღებული.„იმედი გვაქვს, მოვა დრო და ვაშინგტონი მიხვდება, რომ რუსეთზე ზეწოლის ყველა მცდელობა უპერსპექტივოა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთიც და შეერთებული შტატებიც ბირთვული პოტენციალის მქონე ქვეყნებს წარმოადგენენ და გლობალურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აქვთ აღებული. როდესაც ჩვენ ერთად ვმოქმედებთ, მაშინ მსოფლიო უფრო დაცული და უსაფრთხოა“, – განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა.ანატოლი ანტონოვმა აღნიშნა, რომ აშშ-სთვისაც და რუსეთისთვისაც მომგებიანი იქნება, თანამშრომლობის ისეთი ფორმა, რომელიც არასასიამოვნო სიურპრიზებს გამორიცხავს და ქმედებებსაც პროგნოზირებადს გახდის.„დაწესებული სანქციების გაუქმება რუსეთს არ მოუთხოვია და არც მოითხოვს. საქმე გვაქვს რუსეთის მიმართ არამეგობრულ დამოკიდებულებასთან“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა. აშშ-ში რუსეთის ახალი ელჩი კანადის და ევროკავშირის შავ სიაშია. ანატოლი ანტონოვი ამბობს, რომ ეს მას დისკომფორტს არ უქმნის.„ახალი სტატუსის გამო, არ მომიწევს ოტავასა და ბრიუსელში ფრენა. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, მევალებოდა უკრაინის გამო ურთიერთობის გარკვევა და საუბარი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ტრაგედიაზე. ალბათ, ბელგიასა და კანადაში არ მოეწონათ ის, რასაც ინტერვიუებში ისმენდნენ და სანქციები აამოქმედეს“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა. ევროკავშირმა ანტონოვი შავ სიაში რუსეთის მიერ ყირიმის და სევასტოპოლის ანექსიის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ნაწილების შეყვანის მხარდაჭერასა და ხელშეწყობის გამო შეიყვანა. ანტონოვი 2011 -2016 წლებში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს კურირებდა. 2016 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა. 2017 წლის 21 აგვისტოდან აშშ-ში რუსეთის ელჩად დასახელდა. ანატოლი ანტონოვი ვაშინგტონში ელჩის მოვალეობის შესრულებას პირველი სექტემბრიდან დაიწყებს.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...