მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა

Published on

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა.
 
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, .მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ წუთებში მას კომპიუტერული დიაგნოსტიკა უტარდება. ბავშვს ქვედა კიდურების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.
 
შემთხვევა დღეს დილით, 11 საათზე  მოხდა. ექიმების თქმით, მცირეწლოვანს დღესვე თბილისში გადაიყვანენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
 
,,ოდიში ნიუსის'' ჟურნალისტი გასულია შემთხვევის ადგილზე და მომხდარის გარემოებებს არკვევს.
 
როგორც იგი იუწყება,  ბავშვი კლინიკის პაციენტი იყო და პალატაში დედასთან ერთად იმყოფებოდა.  შემთხვევის დროს , ის ბავშვს საჭმელს უმზადებდა.
 
სამი წლის გაბრიელ ლუკავას მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობით მოტეხილობებთან ერთად  თავის  ქალის ტრავმა აღენიშნება და ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. . 
 
 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...