მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთის ტანკებისმწარმოებელ ქარხანას ცეცხლი წაეკიდა, ხანძრის მასშტაბები გასაიდუმლოებულია

რუსეთის ტანკებისმწარმოებელ ქარხანას ცეცხლი წაეკიდა, ხანძრის მასშტაბები გასაიდუმლოებულია

Published on

გუშინ, საღამოს 21 საათასა და 30 წუთზე ადგილობრივი დროით ნიჟნი ტაგილში განგაში ატყდა –  ცეცხლი წაეკიდა რუსეთის  თავდაცვის უმნიშვნელოვანეს ობიექტს,,Уралвагонзавод'',  რომელიც სამხედრო ტექნიკის, სარკინიგზო შემადგენლობების, სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და მექანიზმების  მწარმოებელი უმსხვილესი  ქარხანაა ქვეყანაში.
 
სწორედ ამ ქარხანაშია შემუშავებული და წარმოებული ყველა რუსული ტანკი, დაწყებული Т -34 – ით დამთავრებული უახლესი ტანკით ,,არმატი'', ქარხანა დღეს გარდა ტანკებისა, ჰაუბიცების ერთერთი მთავარი მწარმოებელიც არის რუსეთში. 
 
 
ადგილზე მისული მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ ხანძარს,  ზარალის შესახებ  ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
 
სვერდლოსვსკის ოლქის საგანგებო სიტუაციის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარს უმაღლესი კატეგორია მიენიჭა, მაგრამ დუმან, რა მასშტაბისაა ნგრევა, არ საუბრობენ იმაზეც,  არიან თუ არა დაშავებულები და გარდაცვლილები. მედიაში წერენ, რომ მსხვერპლი არის, მიუხედვად იმისა, რომ მიღებულ იქნა ზომები ქარხნიდან ხალხის ევაკუაციისათვის.
 
ქარხნის ხელმძღვანელობა დილიდან ირწმუნება, რომ დაიწვა სულ რაღაც 150 კვადრატული მეტრი, რადგან ხანძარი ძალიან სწრაფად იქნა ლოკალიზხებული დაგავრცელების საშუალება არ მიეცა. მათი თქმით,    ხანძარი გამოიწვია აალებამ საღებავებისა და ლაქის  საამქროში , სხვა საამქროებში ყველაფერი რიგზეა.
 
 
შესაბამისად უნდა ვიგულისხმოთ, რომ  თავდაცვის სამინისტროს შეკვეთების შესრულება საფრთხის ქვეშ არ არის და ნიჟნი ტაგილში სამოქალაქო პროდუქციის საფარველით გამოშვებული ტანკები ისევ ითარეშებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ სხვას ამბბს რუსული მედია: ურალის ტანკების ქარხანაში ასე მარტივად არ არის საქმე – ის, რომ  არც საგანგებო სიტუაციების მარტვის სამსახურში და არც ქარხანაში მუშების ჩათვლით ვერავინ აკეთებს კომენტარებს მომხდარზე, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ იდუმალებით მოცულ ხანძარში საღევბავის აალებასთან და მცირე ზარალთან კი არა, უფრო სერიოზულ მიზეზებთან და შედეგებთან უნდა გვქონდეს საქმე. 

 

 

 

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...