მთავარისიახლეებისაზოგადოებაოლიგარქმა დარჩელის სკოლის ეზოში მდგარ ასწლოვან ცაცხვსაც დაადგა თვალი?

ოლიგარქმა დარჩელის სკოლის ეზოში მდგარ ასწლოვან ცაცხვსაც დაადგა თვალი?

Published on

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში სხვა რამდენიმე ბერხესთან ერთად სოფელ დარჩელის სკოლის ეზოში მდგარ ასწლოვან ცაცხვსაც დაადგა თვალი.
 
,,ჩემი სკოლის ეზოში დგას საუკუნოვანი ცაცხვის ხე. ხიხოს მოსწონებიაო… ხელი არ წაგიცდეთ… ახლა ამას ბევრი წაიკითხავს, ვინც შეატყობინებთ მთავრობას. მარინა ცარციძეს გადაეცით, სკოლის დირექტორს. ღმერთმა ნუ ქნას ეს სიმართლე იყოს და ამის აღსრულებაზე იფიქროს ვინმემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი არა, სეირის მოწმეები გახდებით….'' – წერს მაია კალანდია.
 
,,ოდიში ნიუსი'' ცდილობს ინფორმაცია გადაამოწმოს  სკოლის დირექტორთან  მარინა ცარციძესთან, მაგრამ ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა. არ არის გამორიცხული, ის არც იყოს საქმის კურსში.
 
 
 
ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ,,ბიძინას ხალხმა'' დაიარა მთელი დარჩელი და ევაჭრა კიდეც რამდენიმე მოსახლეს მათ ეზოებში მდგარი ხეების თაობაზე.
 
ერთია, როცა ხეების ყიდვას ოლიგარქი კერძო მოქალაქეებისგან ცდილობს (ამ შემთხვევაში კერძო საკუთრებასთან გვაქვს საქმე და კანონი მფლობელს თავისი ქონების გაყიდვას არ უკრძალავს, თუმცა არსებობს მორალური პრინციპებიც, დაუწერელი კანონები) და მეორე, როცა ვაჭრობა მიდის სკოლის საკუთრებაზე – ამ შემთხვევაში ეს სახელმწიფოს საკუთრებაა და მოსახლეობას სრული უფლება აქვს წინ აღუდგეს ამ ვანდალურ ფაქტს.
 
,,ჩვენს ცაცხვს არავის გავატანთ'' – ამბობენ ადგილობრივები, მათ შორის ამ სკოლის აღზრდილები და დღევანდელი მოსწავლეები და მათი მშობლები.
 
 
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...