მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე გერასიმე: საქართველოს საპატრიარქო არ გასცემს თანხმობას კვართის გადაბრძანებაზე

მეუფე გერასიმე: საქართველოს საპატრიარქო არ გასცემს თანხმობას კვართის გადაბრძანებაზე

Published on

ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსი  ადასტურებს, რომ  ათენიდან მიღებულია წერილი, რომელშიც გამოთქმულია თხოვნა ღვთისმშობლის კვართის ათონის მთაზე ერთი თვით გადაბრძანების შესახებ.
ინფორმაცია საბერძნეთიდან მიღებული წერილის შესახებ გუშინ გავრცელდა და ზუგდიდში მრევლის აღელვება გამოიწვია . 
 მეუფე გერასიმე მრევლს განუმარტავს, რომ საქართველოს საპატრიარქო არ გასცემს თანხმობას კვართის გადაბრძანებაზე.
 
ვიდრე ბერძნული მხარე ღვთისმშობლის კვართის ათონის მთაზე გადაბრძანების სურვილს გამოთქვამდა, მარიამობის დღესასწაულზე სიწმინდის ხობის ტაძარში გადატანის სურვილი ფოთის და ხობის მიტროპოლიტმა გამოთქვა, რასაც ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიისა და ადგილობრივი მრევლის ხმაურიანი უკმაყოფილება მოჰყვა. ბევრი ღიად გამოთქვამდა შიშს, რომ კვართის გადაბრძანება ხობში შექმნიდა პრეცენდენტს და იგივეს მოითხოვდა მრევლი სხვა ეპარქიებშიც – მსგავსი რიტუალური გადასვენებების პროცესში  კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა ზოგადად მისი დაცულობისა და  ზუგდიდისთვის მისი დაბრუნების  საკითხი.
 
და აი, კვართის  ათონის მთაზე გადაბრძანების თხოვნაც გამოჩნდა.   ის დროა, ხობიცა და ზუგდიდიც შეთანხმდნენ, როგორ იმოქმედონ ისეთ შემთხვევაში, თუ ათენის თხოვნაზე უარის თქმა ვინმეს გაუჭირდა 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...