მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის საკრებულოს წევრი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

თბილისის საკრებულოს წევრი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

Published on

,ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა  თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს, – ინფორმაციას ამის სესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით, „ინტერპრესნიუსი“  ავრცელებს. 
არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. თუმცა  სუს-ში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
1992-1998 წლებში ზურაბ ნეფარიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამძებრო და საგამოძიებო სამმართველოებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. ის არის ,,ადვოკატთა კორპორაციის’’ და საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი. 
ზურაბ ნეფარიძე იყო საადვოკატო ბიურო ,, ნეფარიძე და კომპანიას“ დირექტორი.
ნეფარიძე წინა ხელისუფლების დროს თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული,  "ქართული ოცნების'' ხელისუფლებამ  იგი  2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. მას შემდეგ თბილისელებზე ზრუნავს ქალაქის საკრებულოში. 
 

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...