მთავარისიახლეებისაზოგადოებაბოლო დღეებში მომხდარი ორი საზღვაო კატასტროფა ბრაზილიის წყლებში

ბოლო დღეებში მომხდარი ორი საზღვაო კატასტროფა ბრაზილიის წყლებში

Published on

 ბრაზილიაში,   ბაჰიას რაიონში ყოვლადწმინდათა ყურეში   გადაბრუნდა სამგზავრო ბორანი, რომლის ბორტზეც 130 -მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.   ოფიციალური პირების ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ  კატასტროფას  22 ადამიანი ემსხვერპლა.
მათ შორისაა ერთი წლის ბავშვი, რომლის ამოყვანა წყლიდან მაშველებმა  შეძლეს, მაგრამ სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
დანარჩენი მგზავრები კი დაკარგულად მიიჩნევიან. ,,დაკარგულების ძებნა მიმდინარეობს წყალზეც და წყალქვეშ'' – აცხადებს ბრაზილიიის სამაშველო სამასახურის წარმომადგენელი ავგუსტო ლიმა. 
 
ეს ბრაზილიის წყლებში ბოლო  დღეების  განმავლობაში მომხდარი მეორე საზღვაო კატასტროფაა.
ორი დღის წინ გამთენიისას კიდევ ერთი სამგზავრო ბორანი  პარას შტატის სანაპიროსთან ჩაიძირა. ბორანზე 70 ადამიანი იმყოფებოდა.
ამ ინცინდენტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაკარგულად ითვლება. არიან გადარჩენილებიც, ყველა მათგანს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნება. 
გამოძიება ორივე კატასტროფის მიზეზის დადგენაზე მუშაობს. ბაჰიასა და პარაში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
 
 

 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...