მთავარისიახლეებისაზოგადოებააგვისტოს ხანძრების ქრონიკა on.ge–ზე

აგვისტოს ხანძრების ქრონიკა on.ge–ზე

Published on

სააგენტო on. ge აგვისტოს ხანძრების ქრონიკას აქვეყნებს.
 
7 აგვისტო – ხანძარი დიდი დიღმის გუდვილთან. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, ხანძარი რამდენიმე საბურავსა და ბალახს გაუჩნდა.
8 აგვისტო – ხანძარი მთაწმინდის ფერდობზე. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია ტყის მასივს მიუვალ ადგილზე.
10 აგვისტო – შიდა ქართლში, სოფელ შავშებთან სახნავ-სათეს მიწაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც On.ge-ის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცნობეს, ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო.
11 აგვისტო – ხანძარი ავჭალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. 1 ჰექტარი ფართობი.
12 აგვისტო – ხანძარი გარდაბნის დაცულ ტერიტორიებზე. 500 კვადრატული მეტრი ფართობი.
13 აგვისტო – ხანძარი მესტიის ტყეში. ხანძრის ლიკვიდაცია მისი რთული რელიეფური და გეოგრაფიული მდებარეობის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.
20 აგვისტო – ხანძარი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლი 1 500 კვ/მ ფართობზე გავრცელდა.
20 აგვისტო – ხანძარი სურამში, ცეცხლი 3 000 კვ/მ ფართობზე გავრცელდა.
20 აგვისტო – ხანძარი ამბროლაურის სოფელ ჩორჯოში. ცეცხლი 1,5 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა.
20 აგვისტო – ხანძარი წაღვერის ტყეში თავდაპირველად 500 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული, თუმცა 6 დღის მანძილზე ცეცხლი ტყის 100 ჰექტარზე მეტს მოედო.
21 აგვისტო – დიღმის მასივის მეორე კვარტალში 5 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობზე ბალახი დაიწვა.
22 აგვისტო – ხანძარი ჟინვალში. დაიწვა დაახლოებით 2 ჰექტარი მიწის ფართობი.
22 აგვისტო – ხანძარი ზემო ბოშურში. ცეცხლი ტყის მასივშია გაჩნდა, სადაც წიწვოვანი ხეებია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 1 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდა.
22 აგვისტო – ხანძარი გლდანის ხევში. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, ცეცხლი ბალახს ეკიდა.
22 აგვისტო – ხანძარი ლაგოდეხში 22 აგვისტოს ბალახს გაუჩნდა. ცეცხლი 0,5 ჰექტარის ფართობზე იყო გავრცელებული.
22 აგვისტო – ხანძარი ფშავ-ხევსურეთში, სოფელ ბახაოში. ცეცხლი საძოვრებსა და ფოთლოვან ტყეს 2 ჰექტარზე მოედო.
23 აგვისტო – დედოფლისწყარო-გამარჯვების მონაკვეთზე ნაწვერალს (უკვე აღებული ხორბლის ნარჩენებს) მოეკიდა ცეცხლი. ფართობი დაახლოებით 20 ჰექტარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1 ბუჩქიც არ დამწვარა და არაფერს გადასდებია სხვას.
23 აგვისტო – ხანძარი წეროვანში. ბალახი ავტობანის მიმდებარედ იწვოდა.
24 აგვისტო – ხანძარი მახათას მთასთან. ცეცხლი 1 ჰექტარ ფართობზე არსებულ ბალახს ეკიდა.
24 აგვისტო – პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში. ცეცხლი ნახევარ ჰექტარ მიწის ფართობზეა გავრცელებული.
25 აგვისტო – ახალციხეში, სოფელ ურაველთან 1,5 ჰექტარ მიწის ფართობზე ბალახი და რამდენიმე ბუჩქი იწვის.
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...