მთავარისიახლეებისაზოგადოებასროლები და ხანძარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნებს უკავშირდება - აცხადებენ...

სროლები და ხანძარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნებს უკავშირდება – აცხადებენ სუს-ის პრესსამსახურში

Published on

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში  საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე   სროლები ისმის და ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება – ინფორმაცია ამის შესახებ ცოტახნის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელებში.
 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე,  ორჭოსანის ბაზაზე რუსი ოკუპანტები გააქტიურდნენ, გამოიყვანეს გარკვეული ტექნიკა, იყო სროლა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე  რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები მიმდინარეობს, რასაც უკავშირდება სროლები.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 
სუსის მიერ ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, სროლების შედეგად ორჭოსნის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე  მცირე  ხანძარიც გაჩნდა.   ადგილზე მისული არიან  საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები, რომელნიც ირწმუნებიან, რომ ცეცხლს უმოკლეს დროში ჩააქრობენ. 
 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...