მთავარისიახლეებისაზოგადოებაადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

Published on

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. სპიკერებმა ისაუბრეს და უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესის საგანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის დევნილთა უფლებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა და შრომითი უფლებები.შეხვედრა ტარდება პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის  (EWMI) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით. პროექტი 2017 წლის თებერვალში დაიწყო და ის მიზნად ისახავს 10 თვის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელშეწყობას რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადამიანის უფლებების დამცველებმა, აქტივისტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.  

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...