მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ცენტრ პოინტს " ,,ემ კვადრატი'' ყიდულობს? არის თუ არა აქ შუაში...

,,ცენტრ პოინტს ” ,,ემ კვადრატი” ყიდულობს? არის თუ არა აქ შუაში ბიძინა ივანიშვილი?

Published on

სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში დაიდება. შესაბამისად, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილიც საპატიმროს დატოვებენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დაზარალებულები, რომლებიც ჯერ ობიექტებზე მშენებლობის დასრულებას ითხოვენ. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი ამბობს, "ცენტრ-პოინტი" იყიდება და დაზარალებულების მოთხოვნას უკვე ახალი კომპანია შეასრულებს.
 
გუკა რჩეულიშვილის თქმით, "ცენტრ პოინტის" აქტივების ყიდვით 3 მსხვილი სამშენებლო კომპანიაა დაინტერესებული, მათ შორის ერთია უკრაინული კომპანია და მეორე – "ემ კვადრატი". საბოლოოდ რომელზე შეაჩერებენ არჩევანს რჩეულიშვილები, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.
 
"საპროცესო შეთანხმება თვის ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გაფორმდება. რამდენიმე დიდი კომპანიაა დაინტერესებული "ცენტრ პოინტის" ყიდვით. თვის ბოლომდე სამივე თავის წინადადებას შემოგვთავაზებს და ვვარაუდობთ, რომ შემდეგ გაფორმდება საპროცესოც.
 
"პროკურატურა, ეკონომიკის მინისტრიც და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც საქმის კურსში არიან. გაფორმებისთანავე საქმე დაიძვრება, დაკავებულებიც საპატიმროს დატოვებენ. ვვარაუდობ, რომ ეს იქნება სექტემბერი, თუმცა კონკრეტულ რიცხვს ვერ გეტყვით.
 
"ცენტრ-პოინტს" ძალიან დიდი აქტივები აქვს. უბრალოდ, ჩვენ "ქეშის" პრობლემა გვქონდა. ასე რომ, კომპანიისთვის, რომელსაც აქვს საშუალება, რომ თანხა ჩადოს, ამ მხრივ "ცენტრ პოინტი" ძალიან მიმზიდველია. ძალიან დიდი თანხაა საჭირო და აუცილებლად დიდმა კომპანიამ უნდა იყიდოს.
 
"მშენებლობას თვითონ ის კომპანია დაასრულებს. ვალდებულებითი ნაწილი არის სულ 10% იმ პროექტებიდან, რაც უკვე დამტკიცებული გვაქვს. დანარჩენი 90% ჩვეულებრივად ასაშენებელია და კომერციულად საინტერესოა", – უთხრა "მთელ კვირას" გურამ რჩეულიშვილმა. დაზარალებულები კი, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათასს შეადგენს, ჯერ მათ დაკმაყოფილებას ითხოვენ. მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვამენ თანხმობას, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატ მარინა ცუცქირიძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმების მომხრეა დაზარალებულთა 90%, წინააღმდეგია მხოლოდ რამდენიმე ადამიანი და, ბუნებრივია, მათ ყურადღებას არავინ მიაქცევს. საკითხთან დაკავშირებით მთვარ პოკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ "ცენტრ პოინტის" საქმის 4-წლიანი დავა რამდენიმე თვის წინ დამფუძნებლებისთვის 4-წლიანი სასჯელით დასრულდა. სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილი. თავად მაია რჩეულიშვილის დაპატიმრება კი განაჩენამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.
 
წყარო "რეზონანსი"
 
P.S.ქართულ მედიაში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ,,ემ კვადრატი'' ბიძინა ივანიშვილის კომპანიაა. ეს ამბავი ამოტივტივდა მაშინ, როცა  ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში შედის, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მიწების დიდი ფართობი შეიძინა და ამასტან დაკავშირებით პარლამენტში  საკომიტეტო მოსმენებზე არაერთი უცნაური დამთხვევა დაფიქსირდა. უპირველესად, პარლამენტში მერიის ჩინოსნებმა მოულოდნელად განასაჯაროვეს კანონპროექტი, რომელიც სრულად ემთხვევა «М კვადრატის» მოთხოვნებს. თავად ბიზნესმენები მოსმენებზე დუმდნენ, სამაგიეროდ მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც დეპუტატად არჩევამდე მერის მოადგილე იყო, მანამდე კი ერთ-ერთ კომპანიას ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ივანიშვილის პროექტ «პანორამა თბილისის» განხორციელებითაა დაკავებული».
მართალია, ეკოლოგებისა და სამოქალაქო აქტივისტების მოსაზრებები ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა ყველა მათგანი აცხადებს, რომ უკან არ დაიხევს და გააგრძელებს მასალების ძიებას იმის დასამტკიცებლად, რომ ივანიშვილი კავშირშია პარლამენტში «М კვადრატის» ინიციატივის ლობირებასთან.

სიახლეები

სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, ექიმი მარიამ ჯიშკარიანი გარდაიცვალა

სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას ექიმის ახლობლები...

ქუთაისის აეროპორტში საწვავის ქურდობის გამო ტექნიკოსები დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილი ქურდობის...

BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სუსმა გამოკითხვაზე ეკა გიგაური დაიბარა

BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სუსმა გამოკითხვაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური დაიბარა....

უიტკოფი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში, „ვნუკოვო-2“ აეროპორტში დაეშვა.სტივენ უიტკოფს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა...