მთავარისიახლეებითვალსაზრისილუსტრაცია, როგორც ასეთი. ვინ და რატომ ითხოვს რუსეთის დახმარებას ხანძრის...

ლუსტრაცია, როგორც ასეთი. ვინ და რატომ ითხოვს რუსეთის დახმარებას ხანძრის ჩაქრობაში?

Published on

,,გამოსავალი სწორედ ზემაღალი ტევადობის ტანკერების გამოყენებაშია, რასაც რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამინისტრო ფლობს, – წერს „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში. 

‘’კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ და ვიმოქმედოთ ჩვენი სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე! ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ გამოიყენოს ხელთარსებული ყველა შესაძლებლობა სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლის საქმეში! გომელაურმა, კანადას, რომ ვთხოვოთ დახმარება, ვიდრე ჩამოვლენ ნახევარი საქართველო გადაიწვებაო, რომ ბრძანა, ურჩევნია სამეზობლოში მიმოიხედოს ფართოდ გახელილი თვალებით და ნახავს, რომ გამოსავალი სწორედ ზემაღალი ტევადობის ტანკერების გამოყენებაშია, რასაც რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამინისტრო ფლობს და რასთან დაკავშირებითაც პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა რომ მიიღო რუსული მხარისგან დახმარების აღმოჩენის შეთავაზება!!!
 
თუ ამ შეთავაზებას კატეგორიულად უარყოფს მთავრობა და ამას შედეგად გაზრდილი მასშტაბების უბედურება მოჰყვება( რაც ფაქტიურად სახეზეა უკვე), მაშინ ხელისუფლება თავით აგებს პასუხს და თავად მიეცემა ცეცხლს!!! დრო არ ითმენს! კიდევ ერთი უმოქმედო ღამის შემდეგ, ხეობაში არსებული ქარის პირობებში, ჩვენ არ ვიცით საერთოდ რა დარჩება ამ ხეობისგან!!! ხელისუფლებავ, გონს მოდი!!!’’ – წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
 
 თავის მხრივ, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ,,მორცხვად'' განაცხადა, რომ დახმარება მეზობელ ქვეყნებს სთხოვეს, მაგრამ რუსეთის დახმარება ,,უბრალოდ არ გახდა საჭირო'',  რაც დიპლომატიის ენაზე ნიშნავს, რომ თუ საჭირო გახდა,  მზად არიან მიიღონ ეს დახმარება. რუსეთისგან. ოკუპანტი ქვეყნისგან, რომელმაც, სხვას რომ თავი დავანებოთ, სწორედ ბორჯომ- ბაკურიანის ტყეები გადაბუგა 2008 წლის ომში და ეს ,,კეთილშობილებაც''  ღია თუ მცოცავი ოკუპაციის შესანიღბად სჭირდება. 
 
და ამის შემდეგ იტყვიან, რომ რუსეთის ხელი ამ ხანძრებში ( მნიშვნელობა არა აქვს ვის აბია ეს ხელი – რუს ოლიგარქს თუ დივერსანტს) – ეჭვიანი და ჩასაფრებული ადამიანების მოლანდებაა.
 
ჩავყვებით თუ არა რუსებს ამ თამაშებში, საბედნიეროდ, მხოლოოდ ხელისუფლებას არ ეკითხება –  ხალხის მოთმინება ზღვარზეა მისული. და ეს კარგად ჩანს როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა განცხადებებში, ისე  სოციალურ ქსელებში, სადაც სულ უფრო ინტენსიურად გამოითქმის მოსაზრება, რომელიც რამდენიმე ფრაზაზე დაიყვანება:
 
,,  აი,  ეგ იყო რუსეთისა და მთავრობის მიზანი!''
,,ტურისტის იარლიყით, ვინ იცის რამდენი აგენტ- დივერსანტი შემოვიდა წელს საქართველოში… არ არის გამორიცხული,  რომ ეს ხანძრები დიდი გეგმის ერთი ნაწილი იყოს.''
,,გეყოთ, რუსეთის ნომრიანი აგენტი ჯანელიძე რომ გიზით კანცელარიაში. იქნებ პატივი დაგვდონ და დივერსიული ჯგუფების ძებნა დაიწყონ, თუ ცხადია თავად არ უწყობენ ხელს !''
 
ამონარიდებში, რომელთაც პოლიტიკოსებისა და სოციალური ქსელის მომხმარებელთა კომენტარებიდან ამოვკრიბეთ, ჩანს  მთელი ვნებათაღელვა, რომელიც პუტინ-დოლგორუკის, ოლიგარქ ივანიშვილის ბიზნესინტერესებსა და  მოსკოვის წინაშე ვალდებულებებს, ვერტმფრენებს და  ხელისუფლების უუნარობას თუ მიზანმიმართულ ქმედებას ეხება. 
 
ზვიად კუპრავა:  ,,კვირიკაშვილმა ბორჯომში მიმდინარე პროცესებს – სტიქია უწოდა!
ხელისუფლება, რომელიც დღეს რუსეთის ულტიმატუმის ქვეშ იმყოფება, უნდა შეეშვას სირაქლემას პოზაში ყოფნას და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი.
ეს არის დივერსია!
დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება, დადეთ მტკიცებულებები და დაუყოვნებლივ ატეხეთ საერთაშორისო განგაში!''
 

ეკა წამალაშვილი: ივანიშვილს თავისთვის ფრანგული ვერტმფრენები უნდოდა, ჩვენ კი გვითხრა – სააკაშვილის ნაყიდი ახალი, ფრანგული, მრავალფუნქციური ვერტმფრენები თქვენთვის ზედმეტი ფუფუნებაა, რუსულ ჯართს გაგირემონტებთ, ეგაც გეყოფათო. ან ის რუსულები სადაა?''
 
ელისო კილაძე: 2008 წელს ბორჯომის ხეობაში რუსები სწრაფად აალებად ჭურვებს ისროდნენ და ხანძარი ერთ დღე-ღამეში ჩააქრეს. ახლა გინდა ბომჟი ეძახეთ და გინდა ჯართი! თქვე მართლა ჯართებო!! გაბედეთ და თხოვეთ ოკუპანტ რუსეთს დახმარება – მართლა ქუდზე კაცი გამოვალთ !''

 
ნიკა გვარამია: მიზეზის დადგენა ცეცხლის ვერჩამქრობი უსუსურებისგან არ მიკვირს, მარა მაინც მაინტერესებს. ამაზე მეტი სიცხე ლამის ყოველ წელსაა, მაგრამ ამდენი კი არა, ამის მეათედი ხანძრები არ ყოფილა. რაშია საქმე, ვინმე გაგვაგებინებს? იდიოტი მთავრობა რომ გვყავს და ვერ აქრობს, ეგ უკვე ყველამ ვიცით. მაგრამ ამდენი აალება რატომ ხდება, გინდა საყოფაცხოვრებო ობიექტების და გინდა ტყის მასივების? 

 
ზაზა ბიბილაშვილი: "აბა, ივანიშვილის რომელიმე კარ-მიდამოს გასჩენოდა ცეცხლი, ღამე ცვლებად იმუშავებდნენ. ადრე ასეთ ხანძრებს ერთ დღეში აქრობდნენ. ახლა მესამე დღეს ქმნიან "საგანგებო შტაბს", რომელშიც შეყავთ აქამდე შექმნილი სხვა საგანგებო შტაბების უფროსები და კამერების წინ იწვევენ საჩვენებელ თათბირს.
უსუსურები? უნიათოები? არავითარ შემთხვევაში! უბრალოდ, საშოვარზე მოსულ მოღალატეებს ის არ ადარდებთ, რაც ხალხს.
აბა, ივანიშვილის რომელიმე კარ-მიდამოს გასჩენოდა ცეცხლი, ღამე ცვლებად იმუშავებდნენ, ჯარს გამოიყვანდნენ კი არა, ცოლ-შვილსაც წამოყრიდნენ – "ვედროებითა" და "კრუშკებით" ჩაუქრობდნენ ცეცხლს პატრონს…
ვერტმფრენი ღამით ვერ დაფრინავს, დილამდე მოიცადეო, ხომ არ ეტყოდნენ?
მაგრამ ბიძინას მამულები არ იწვის. ამათ ხელში, იწვის მხოლოდ ბაზრობები (ერთი მეორის მიყოლებით) უბრალო ხალხის ქონება და საქართველოს უნიკალური ბუნება.''

 

ნიკა რურუა:  2008 წელს ჯარის, ავიაციის, მოხალისეების ჩართვამ გამოიღო ნაყოფი, 2008-ში ასეთმა მობილიზაციამ გააჩერა რუსების მიერ გაჩენილი ხანძრები.
დაორგანიზდით და მობილიზდით, დაბნეულო  საქართველოს მთავრობა!
მზად ვართ დაგეხმაროთ ყველაფერში! თქვით ოღონდ!!!
P.S. სასწრაფოდ დაელაპარაკეთ მათ, ვინც 2008 წელს მიიღო ახლა აუცილებელი, კონკრეტული გამოცდილება.''
 
ლილე ლიპარტელიანი : რაც მთავარია, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის ხელფასი შეადგენს 7875 ლარს, მისი პირველი მოადგილის, ზედელაშვილის ხელფასი შეადგენს 6000 ლარს, ჯანელიძეს კიდევ დამატებით 3 მოადგილე ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძეა, რომლის ხელფასი 5975 ლარს შეადგენს.
კრიმინალი შესანიშნავად გრძნობს თავს…ხანძარიც…''
 
იასე ჯიქია:  ,,შეგნებულად გადაგვიწვეს 1000 ჰექტარი, უნიკალური ტყე რუსებმა 2008 წელს, ეს თვითონაც დაადასტურეს..
ამის შემდეგ არსებობენ ადამიანები საქართველოში რომლებსაც რუსეთის და პუტინის მიმართაც კი გააჩნიათ სიმპათია… მაშინ თურქეთი და უკრაინა დაგვეხმარა ..
ახლა იწვის სავარაუდოდ 50 ჰა.. მაშინ რამდენად დიდი უბედურება ტრიალებდა,  წარმოიდგინეთ''

 
ჯემალ სეფიაშვილი:  ბავშვისთვისაც ცხადია, რომ ამის ავანჩავანი შპს საქართველოს 100%-იანი მეწილე ივანიშვილია!
ხანძრების კასკადი გრძელდება! კომერციული დაინტერესების გამო გადამწვარ ბაზრებზე და მსგავს ფართებზე – მოგვიანებით. რაც შეეხება ტყეებში გაჩენილ ხანძრებს! ჩემი აზრით, ეს სულ ერთი და იგივე ხელწერაა! რაღაც ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს ამ თემაზე და ხანძრებს აჩენს სხვადასხვა ადგილებში. მახსენდება 2007 წლის ზაფხული, მაშინაც ინტენსიურად იწვებოდა ტყეები კახეთში, რამდენიმე მათგანის ჩაქრობაში მონაწილეობაც მაქვს მიღებული, რა თქმა უნდა, მოხალისის სტატუსით. მაშინ, როგორც მახსოვს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს სამართალდამცველებმა და, როგორც გამოძიებამ დაადგინა, ეს სუბიექტები მეზობელი სახელმწიფოს დავალებას ასრულებდნენ (ერთმორწმუნე რუსეთის)! ახლაც მგონია რომ იგივე ხელწერით ხორციელდება ჩვენი ლამაზი ბუნების დაწვა. მთავარი მავიწყდებოდა! ხანძრებს მაშინ ისეთ ადგილებში აჩენდნენ, სადაც მიუდგომელი ადგილები იყო, ანუ ძნელდ მისადგომი სახანძრო სამსახურებისათვის.''
 
სოციალურ ქსელებში ამ ხანძრების ფონზე  ძალიან ხშირად ჟღერს  ფრაზა; ,, ეჰ, სადარის მიშა?! ეხლა სულ ვედროებით მიგატანინებდათ წყალს…''
 
 
და სულ უფრო მეტ ადამიანს აგონდება მიხეილ სააკაშვილის განმარტება , რომელიც 2013 წელს გააკეთა ,,სუპერპუმებთან'' დაკავშირებით: ,,როცა ამ ვერტმფრენებს ვყიდულობდით, მედვედევი და ლავროვი საფრანგეთს დაემუქრნენ სანქციებით… ეს ვერტმფრენები არის ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო სახე მივეცით იმიტომ, რომ რუსეთის სანქციებისთვის აგვეცილებინა თავი… ბარემ კრემლს გადააწყვეტინეთ ყველაფერი. მაშინ რაღაზე გვგქვია საქართველოს მთავრობა… დაანებეთ თავი იმას, რაც არის შექმნილი. გააგრძელეთ უკეთესის შექმნა, უკეთესის შენება და შემოტანა."
 
 
 
 
 

 

 

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...