მთავარისიახლეებისაზოგადოებაამ დროის მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელების ორი კერა რჩება

ამ დროის მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელების ორი კერა რჩება

Published on

ამ დროის მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელების ორი კერა რჩება. როგორც ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განუცხადა, გავრცელების ერთი კერა წაღვერისკენ, მეორე კი უშუალოდ ბორჯომის მიმართულებითაა.„ამ წუთში მუშაობს ორი ვერტმფრენი. ორი ვერტმფრენი თურქეთიდან არის გზაში და შუადღისთვის ჩამოვლენ. 9 საათზე თბილისიდან მესამე ვერტმფრენი დაემატება, რომლის გამართვაც ახლა მიმდინარეობს. მობილიზებულია დაახლოებით 500-მდე ადამიანი – ცოცხალი ძალა ბოლომდე მობილიზებული გვყავს.ორი გავრცელების კერა გვაქვს – ერთი წაღვერის და მეორე ქვემოთ, ბორჯომის მიმართულებით. ტექნიკა მუშაობს, სახანძრო მანქანები ადგილზე არიან, გზა გავიყვანეთ. ცოცხალი ძალა ადგილზეა. მიმდინარეობს ხეების ჩაჭრა იქ, სადაც საჭიროა, რომ ხანძარი არ გავრცელდეს. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ერთ საათში“, – განაცხადა ალავიძემ.მინისტრის ინფორმაციით, „დასახლებულ ტერიტორიას ამ წუთში არაფერი ემუქრება“.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...