სოფელ დაბაში, ძლიერი ქარის გამო, ხანძარი გაძლიერდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება და შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდეს. ცეცხლი ახლოს მდებარე ტყის მასივს მოედო და არის საშიშროება, რომ წიწვოვანი ხეები დაიწვას. ის ტერიტორია, სადაც ხანძრის კერებია, მიუვალი ადგილია. შესაბამისად, ტექნიკა ვერ ახერხებს უშუალოდ შემთხვევის ადგილამდე მისვლას.ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზებისთვის ერთი ვერტმფრენი მუშაობს. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც დღეს დასრულდა და უახლოეს პერიოდში ვერტმფრენები საქართველოს საზღვარს გადმოკვეთენ. შვეულმფრენები ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩაერთვებიან. ცუდი ხილვადობის, დაკვამლიანების და ძლიერი ქარის გამო, სპეციალისტების რეკომენდაციით, ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს, სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა საქართველოში მეორე ვერტმფრენიც გამოგზავნა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი გაძლიერდა
სიახლეები
სიახლეები
უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...
სიახლეები
ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...
სიახლეები
ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...
სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად.
მათივე...