მთავარისიახლეებისაზოგადოებაბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნილია

ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნილია

Published on

2017 წლის 24 მაისს, სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს "საქართველოს ბანკი"-ს ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნილია. – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირი მ.წ. დაკავებულია, ხოლო კიდევ ერთ თანამზრახველზე თ.შ-ზე გამოცხადებულია ძებნა.  
 
მ.წ.-ს და თ.შ.-ს (დაუსწრებლად) ჩადენილი დანაშაულისათვის წარედგინათ ბრალდება, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა – პატიმრობა.
 
ამჟამად ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმალვაში მყოფი ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების და დანაშაულში მხილებული სხვა პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. 
 
აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 8 წლამდე ვადით
 
 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...