ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა დუბაიში მიმდინარე Creek Harbour-ის კოშკის, იგივე Creek Tower-ის მშენებლობის პირველი ფოტომასალა გამოაქვეყნა. ნაგებობა, რომლის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება, სიმაღლეში 960 მეტრს აღემატება. Creek Harbour მსოფლიოს აქამდე ყველაზე მაღალ შენობად აღიარებულ „ბურჯ ხალიფას“ ჩაანაცვლებს, რომელიც ასევე დუბაიში მდებარეობს.Creek Harbour-ის მთავარი არქიტექტორი ესპანელი სანტიაგო კალატრავაა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შენობის დიზაინის შთაგონება ეიფელის კოშკის არქიტექტურითა და მეჩეთის მინარეთით მიიღო, რის შედეგადაც მან თანამედროვე ევროპული და ძველი არაბული არქიტექტურის შერწყმა მოახდინა. კოშკის ირგვლივ ტერასებად ბაღი განთავსდება, რომელიც თავად სანტიაგო კალატრავამ მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთს, სემირამიდას დაკიდულ ბაღებს შეადარა.