,,ღამის თბილისის განვითარებაზე რომ გვაბოლებენ, ერთი ვერტმფრენი თუ ჰყავთ სადმე მსგავსი სიტუაციებისთვის, თორემ მერე ჭუჭყიან ბოტებს ან ბოტასებს ნუ გამოფენენ დასაბოლებლად…”

0
387
მთაწმინდის ნახანძრალი კალთა კარგა ხნით დარჩება ლაქად თბილისის მერიისა და შესაბამისი სამსახურების  შუბლზე, რომელთაც  ქალაქის გულში რამდენიმე საათის მანძილზე აპარპაშეს ცეცხლი და ვერა და ვერ შეიგნეს, რომ ვერტმფრენი, რომელსაც მსგავს შემთხვევებში ერთადერთი  ეფექტური საშუალებაა  ხანძრის ლოკალიზებისათვის, ოლიგარქის ამბარში  არ უნდა იდგეს.
 
ცალკე საკითხია უცნობი მოქალაქის დაუდევრობა, რომელმაც ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი  ვარაუდით  სიგარეტის ჩაუმქრალი ნამწვი მოისროლა სიცხისგან გადამხმარ ბალახში, თუმცა ეს ვერსია არცთუ დამაჯერებელია იმ  პიროთამაშების ფონზე, რომლის უკან მოსახლეობა არცთუ უსაფუძვლოდ ხედავს ოლიგარქის ლანდს.
 
მთაწმინდის ხანძარზე,  როგორც ამ პიროთანაშების ორგანულ ნაწილზე საუბრობენ პოლიტიკოსებიც. 
 „სერიოზული გამოძიება სჭირდება ამას,“ – ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა რურუა, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენას.- ეს ძალიან ჰგავს ხელოვნურად გამოწვეულ ხანძარს. ხანძრის კერასთან ძალიან ახლოს არისსაცხოვრებელი სახლები  მცხოვრებლების სახლები და იყო დიდი საფრთხე ცეცხლი დასახლებულ პუნქტებზე გადასულიყო.''
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მასივი იყო ჩათრეული ხანძარში, არ გამოუყენებიათ საჭირო ტექნიკა, რომელიც არის, მაგრამ მითვისებულია. 
 
ასეთი უმოქმედობის ფონზე მოსახლეობას აღიზიანებს მმართველი პარტიის წარმომადგენლების, მათ შორის ქალაქის მერობის კანდიდატის კახი კალაძის ,,თანალმობა'' ( ქალაქის ამჟამინდელ მერზე საუბარი ხომ საერთოდ არ არის) მსგავს კრიტიკულ სიტუაციებში:
 
,,მთაწმინდა იწვის და მოსახლეობა ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენს ითხოვს. ისე, ღამის თბილისის განვითარებაზე რომ გვაბოლებენ, ერთი ვერტმფრენი თუ ჰყავთ სადმე მსგავსი სიტუაციებისთვის, თორემ მერე ჭუჭყიან ბოტებს ან ბოტასებს ნუ გამოფენენ დასაბოლებლად…ბოლი ისედაც ასდის ქალაქს''– წერს ჟურნალისტი ნატო უდესიანი   სოციალურ ქსელში.
 
“სახელმწიფოს ბიუჯეტს არ აქვს საშუალება ძვირადღირებული საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები შეინახოს და შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს გაცილებით ნაკლები დანახარჯით აღდგენილი ძველი ვერტმფრენებით სარგებლობა შეეძლებათ”.
2013 წელი. ავტორი ისევ ის, ვინც თავზე გვაჯვამს აგერ უკვე ხუთი წელია. – ეს ციტატა უკვე ჩცდ-ს სცენარისტის ქეთი დევდარიანის მიერ  facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსიდან არის. -ახლა ვინმე ჩაუქი ჟურნალისტი ჩაუჯდეს და დაინგარიშოს, ოროსანი და ტლუ ქოცების პრემიების ჯამით რამდენი ვერტმფრენი მოგვივიდოდა, ტყის მასივებით გარშემორტყმული თბილისისთვის, რომელიც თან ისეა განაშენიანებული, რომ სახანძრო ბევრგან არ უდგება. 13 ივნისის გულგრილობა, დაგვიანებული რეაქცია და სრული არაკომპეეტენტურობაც არ დავივიწყოთ.''.

 

დღეს დილით ბუნებრივია მთელი სიცხადით გამოჩნდა, რომ მთაწმინდის ფერდობზე მომხდარი ხანძრის შედეგები.  არავინ იცის, როდის გაქრება ეს მახინჯი დამწვრობა ულამაზეს ქალაქში.
 
სპეციალისტების განცხადებით, ორ ჰექტარზე გაბრცელებული ხანძრის სედეგად  დამწვარი ხეების მოჭრა ახლა სასურველი არ არის, რადგან მაღალი დახრილობის გამო შესაძლებელია ეროზია და მეწყრული სიტუაცია განვითარდეს, ამიტომ დამწვარ ტერიტორიაზე შემოდგომაზე ახალი ნარგავები უნდა დაირგოს, დამწვარი ხეები კი საფარის აღდგენის შემდეგ მოიჭრას.
 
ვინ აგებს პასუხს წუხანდელი მშფოთვარე ღამისთვის? რამ გამოიწვია ხანძარი?  „ვერსია უამრავია, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამ ეტაპზე  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 
 
 
წინა სტატიაუახლოეს დღეებში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება
შემდეგი სტატიაპარიზის გარეუბანში სამხედროების ჯგუფს უცნობმა პირებმა ავტომობილი დააჯახეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური