მთავარისიახლეებისაზოგადოებაყარაფილასთან შეკრული ,,ცოცხალი ჯაჭვის'' შიშით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო ბაზიდან მძიმე ტექნიკა...

ყარაფილასთან შეკრული ,,ცოცხალი ჯაჭვის” შიშით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო ბაზიდან მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოიყვანეს

Published on

ავტომაგისტრალთან ყარაფილას მონაკვეთზე, საოკუპაციო ზოლიდან 400 მეტრში – ოკუპანტების მიერ გავლებულ ე.წ. საზღვართან დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთთან შეიკრიბნენ და ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. მათ ამ ფორმით საქართველოს ანექსია გააპროტესტეს.
 
აქციის ორგანიზატორის დავით ქაცარავას ინფორმაციით, ჯაჭვის შეკვრის პარალელურად, მათ დააფიქსირეს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო ბაზიდან გამოიყვანეს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
 
დავით ქაცარავა ამ ფაქტს ქართული მხარის გამარჯვებას უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედება მხდალი ადამიანების საქციელია, რომელიც ადასტურებს, რომ მათ ეშინიათ სამოქალაქო პროტესტის.
 
ცოცხალი ჯაჭვი ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთთან დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.
 
,,მე ვიცი, რომ მშვიდობა უკეთესია, ამიტომ მზად ვართ ომისთვის”, ”ძალა ერთობაშია” და ა.შ. – ეს ის მთავარი გზავნილებია, რომლებიც აქციის მონაწილეებმა ბანერებზე განათავსეს.
 
აქციის მონაწილეები პროტესტის დაფიქსირების შემდეგ დაიშალნენ. 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...