მთავარისიახლეებისაზოგადოებამთაწმინდაზე ხანძარია. მის ჩაქრობაში მაშველებთან ერთად ბელინსკისა და სხვა მიმდებარე ქუჩების მოსახლეობაც...

მთაწმინდაზე ხანძარია. მის ჩაქრობაში მაშველებთან ერთად ბელინსკისა და სხვა მიმდებარე ქუჩების მოსახლეობაც ჩაერთო

Published on

მთაწმინდაზე, ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. 
 მაგრამ მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძარი გავრცელებული არ არის, თუმცა, ძლიერი კვამლია, ევაკუაცია არ გამოცხადებულა, თუმცა იგი უკვე დატოვეს  დამსვენებლებმა.  
 
ცეცხლი თანდთან ბელინსკის, გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩებისკენ მოიწევს.  მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული.  
 
ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და შს სამინისტროს ძალები, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები.    ხანძრის ჩაქრობას ართულებს  რელიეფური პირობები, რის გამოც  ტექნიკით მუშაობას ვერ ახერხებენ,
 
ხანძრის ჩაქრობას მაშველებთან ერთად მოსახლეობაც ცდილობს. მცხოვრებლები ხანძრის კერებთან არიან განლაგებული და ნიჩბებითა და ბარებით ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას.
 
 თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით,  ცეცხლი ტყის მასივს ისეთ ადგილზე უკიდია, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და, შესაძლოა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს.
 შსს საგანგებო სიტუციების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვერტფრენები ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან ღამით მხედველობის არელი არ არის.
 
,, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფების საკმარისი რაოდენობა, რომელთა მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს – აცხადებს იგი.  აღნიშნულს ადასტურებენ  საგანგებო სიტუაციებს სამსახური და შსს-ს პრესსამსახურიც, მაგრამ ეს ოდნავადაც არ ამშვიდებს მოსახლეობას, რომელსაც ახსოვს მეწყრის ჩამოწოლით ადიდებული ვერეს ნამოქმედარი  და ხელისუფლების უუნარობა, არხეინობა თუ ორივე ერთად.
 
,,მთაწმინდა იწვის და მოსახლეობა ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენს ითხოვს. ისე, ღამის თბილისის განვითარებაზე რომ გვაბოლებენ, ერთი ვერტმფრენი თუ ჰყავთ სადმე მსგავსი სიტუაციებისთვის, თორემ მერე ჭუჭყიან ბოტებს ან ბოტასებს ნუ გამოფენენ დასაბოლებლად…ბოლი ისედაც ასდის ქალაქს''– წერენ სოციალურ ქსელში.
 
 ჯერჯერობით უცნობია, რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, თუმცა, არსებული ინფორმაციით  ცეცხლი, სავარაუდოდ, დიდ ფართობს მოიცავს.
 
 
 
 

სიახლეები

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...