მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: ,,ეს ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც ქართველმა ერმა...

გიორგი მარგველაშვილი: ,,ეს ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც ქართველმა ერმა კაცობრიობის წინაშე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აქვს დამოუკიდებელი განვითარების გზა”

Published on

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო  რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს .
„მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს იბადება ვალდებულებით თავისი ქვეყნის წინაშე. ჩვენ დღეს ვდგავართ იმ გმირების საფლავებთან, ვინც ეს ვალი თავისი სისხლით გადაიხადა. 9 წლის წინ რუსეთის ფედერაციის ჯარებმა გადმოკვეთეს სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარი და მოახდინეს ჩვენი რეგიონების ოკუპაცია- განაცხადა მან. 
 
 რეალურად, ეს ოკუპაცია, ჰიბრიდული ომის სახით, 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო, იმ მომენტიდან, როდესაც ქართველმა ერმა კაცობრიობის წინაშე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აქვს თავისი დამოუკიდებელი, თავისუფალი არჩევანი და დამოუკიდებელი განვითარების გზა. მაშინვე საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გაეროში 1992 წელს იქნა აღიარებული. საქართველოს საზღვრების ურყევობა, მსოფლიო თანამეგობრობამ აღიარა. 2008 წლის უსამართლობის შედეგად რუსეთი ცდილობს ამ საზღვრების შეცვლას. რუსეთი ცდილობს, რომ ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც იყო საქართველოს ოკუპაციის სახით, გაამართლოს რაიმე სახის შეცდომით, თუ რაღაცით ახსნას ეს უსამართლობა.  – ამის შესახებ
 
ამ მცდელობაში, რუსეთი არის სრულიად მარტო. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ასევე მთელი საერთაშორისო თანამაგობრობა, არ ვცნობთ არანაირ საზღვარს, არანაირ მავრთულხლართს, არანაირ თხრილს, არანაირ ავტომატიან, „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის.
 
რეალურად, საქართველოს საზღვრები მთელი კაცობრიობისთვის უცვლელია და ამაში ჩვენ ვდგავართ არამარტო ჩვენს პარტნიორებთან ერთად, არამედ ვდგავართ იმ სიმტკიცით, რა სიმტკიცითაც, ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოვიდა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ასევე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ვცნობთ არანაირ „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე, რომელიც მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის. – განაცხადა პრეზიდენტმა. 
 
 
 
 

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...