ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ორი ბიჭის ცხედარი იპოვეს

0
399
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები 17 -18 წლის ბიჭები არიან. 
 
სხადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდები  4 აგვისტოს ჩავიდნენ ბათუმში , ხოლო 5 აგვისტოდან მათთან დაკავშირება  ვერ ხერხდებოდა. დღეს  საცხოვრებელი სახლის კარი შეანგრიეს, სადაც საშინელი სურათი დახვდათ – თვითმხილველთა განცხადებით, გვამები გახრწნილი იყო.
 
.ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
 
 შსს-ს ცნობით,   მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 
წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ გავიმარჯვებთ
შემდეგი სტატიაყარაფილასთან შეკრული ,,ცოცხალი ჯაჭვის” შიშით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო ბაზიდან მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოიყვანეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური