მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,პენსმა რუსეთის ქმედებებს თავისი სახელი უნდა დაარქვას და თქვას, რომ ესაა უცხო...

,,პენსმა რუსეთის ქმედებებს თავისი სახელი უნდა დაარქვას და თქვას, რომ ესაა უცხო ქვეყნის ოკუპაცია” – რას მოელის აშშ ვიცე-პრეზიდენტისგან დენიელ კოჩისი

Published on

,, 2008 წელს აშშ-მა რუსეთის მიმართ საკმარისი სიმკაცრე ვერ გამოიჩინა, რამაც მოსკოვს საშუალება მისცა აგრესია უკრაინაში გაემეორებინა'' – განაცხადა მარგარეტ ტეტჩერის თავისუფლების ცენტრის ევროპის პოლიტიკის სპეციალისტმა დენიელ კოჩისმა „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში .
 
,,ვიცე-პრეზიდენტმა საქარველოში ვიზიტისას რეგიონში რუსეთის ქმედებებს თავის სახელი უნდა დაარქვას და თქვას, რომ ესაა უცხო ქვეყნის ოკუპაცია. ვისურვებდი, რომ დაიწყოს საუბარი, უკრაინის მსგავსად, საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე, რადგან საქართველო რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს. ვფიქრობ, მოსკოვში უნდა გაიგონ, რომ აშშ ბალკანელ, ბალტიისპირელ და ქართველ მეგობრებთან აქტიურად ურთიერთობს“, – განაცხადა კოჩისმა.
 
 აშშ-მა მკაცრად უნდა დაგმოს რუსეთის ქმედებები, შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიას და ეცადოს, თავიდან აიცილოს მისი მომავალი თავდასხმები. კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციები ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. კონგრესის ბოლო სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ქმედებებით იყო შთაგონებული, თუმცა ნათელია, რომ ყველაფერი საქართველოზე თავდასხმით დაიწყო. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს რუსეთის ძირგამომთხრელი ნაბიჯების, მათ შორის, პროპაგანდის დაგმობა და დაეხმაროს ჟურნალისტებს ყალბი ცნობების გამოაშკარავებაში“,.

 
 ,,საქართველო აშშ-ის ძლიერი მოკავშირეა, რომელიც გულმოდგინედ აგრძელებს სვლას ნატო-სა და ევროკავშირისკენ.  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ ამერიკა მის ძალისხმევას მხარს უჭერს და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში დაეხმარება. თავის მხრივ, საქართველომ ინტეგრაციისკენ სვლა უნდა გააგრძელოს. ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მოუწოდებს, რომ მან ნატო-ში გაწევრიანებისათვის ძალისხმევა არ დაიშუროს. 
 
 
 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...