ჯონ მაკკეინი გადატანილი ოპერაციის შემდეგ კონგრესში პირველად გამოჩნდა. ის ჯანდაცვის ახალი რეფორმის შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად მივიდა. ჯონ მაკკეინს სენატში აპლოდისმენტებით დახვდნენ.
მის მისვლას სენატში გამოეხმაურა პრეზიდენტი ტრამპიც: "რა დიდებულია, ჯონ მაკკეინი კენჭისყრისთვის დაბრუნდა. მამაცი – ამერიკელი გმირი! მადლობა, ჯონ!
"სენატორი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წინაშე სიტყვით წარდგა. სიტყვით გამოსვლისას მაკკეინმა ორივე პარტიების წარმომადგებლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ის ვაშინგტონს რამდენიმე დღეში დატოვებს და მკურნალობის გასაგრძელებლად სახლში დაბრუნდება. ,,ცოტა ხნით მივდივარ სახლში სამკურნალოდ, მაგრამ ყოველთვის დაბრუნდები, რათა განანოთ ის კარგი სიტყვები, რაც თქვით ჩემს შესახებ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩემი ავადმყოფობის შესახებ შეიტყვეთ“ – იხუმრა შავმა ქორმა.
„დღეს, როდესაც სენატში გამოვდივარ სიტყვით და ცოტათი უფრო ცუდად გამოვიყურები, ვიდრე ყოველთვის, მინდა ვთქვა, რომ ახლებურად ვაფასებ ამ ინსტიტუტის წესებსა და ჩვეულებებს და იმ 99 პრივილეგირებულ პირს, რომლებიც სენატის წევრებად აირჩიეს. – ასე დაიწყო თავისი სიტყვა სენატში ჯონ მაკკეინმა – უკვე 30 წელია, აშშ-ის სენატორი ვარ. გაცილებით გრძელი კარიერული გზა გამოვიარე, ვიდრე აქ მოვაღწევდი. მე მქონდა სხვა პროფესია, რომელიც არანაკლებ სასარგებლოა, რომელშიც არანაკლები გამოცდილება დამიგროვდა და რომელსაც არანაკლებ ვაფასებ. თუმცა, არავის შეგეშალოთ, ჩემი სამსახური სენატში არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა არიზონელ ხალხს იმ პატივისთვის და შესაძლებლობისთვის, რომელიც მათ მომცეს, რათა მემსახურა აშშ-ის სენატში მათი სახელით. ამან მომცა საშუალება, მეთამაშა ჩემი უმნიშვნელოვანესი როლი იმ ქვეყნის ისტორიაში, რომელიც ასე ძალიან მიყვარს.
ამან მომცა საშუალება, გამომეხატა ჩემი აღტაცება და პატივისცემა სენატის იმ წევრების მიმართ, რომლებსაც არცთუ პატარა ღვაწლი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წინაშე, ისინი ნამდვილი პატრიოტები და ამერიკის პოლიტიკის გიგანტები იყვნენ. ისინი ორივე პარტიიდან მოდიან და მათ სხვადასხვა წარსული აქვთ. მათი ამბიციები ხშირად წინააღმდეგობაში მოდიოდა და მათ სხვადასხვა შეხედულებები ჰქონდათ რიგ საკითხებზე, ხშირად ჰქონდათ უთანხმოება. განსაკურთრებით, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ემსახურო უკეთ ეროვნულ ინტერესებს. თუმცა, რაც უნდა განსხვავებული უნდა ყოფილიყო მათი მოსაზრებები და გულწრფელი პოზიციები, მათ ყოველთვის ახსოვდათ, რომ ვალდებულები იყვნენ, კონგრესის ეფექტური მუშაობა უზრუნველყოთ.
ჩვენი ვალდებულებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი რესპუბლიკის წარმატებისთვის. ჩვენი წესები და ჩვეულებები მიმართულია ჩვენი ეფექტური თანამშრომლობისკენ, რათა სენატმა ფუნქციონირება შეძლოს. ამ ინსტიტუტის ყველაზე პატივცემული წევრებიც კი აღიარებენ კომპრომისის აუცილებელობას. რათა ჩვენ მივაღწიოთ თანმიმდევრულ პროგრესს, გადავჭრათ აშშ-ის წინაშე არსებული პრობლემები და დავიცვათ ჩვენი სამშობლო მოწინააღმდგეებისგან.
ეს პრინციპული აზროვნება და ჩვენი წინაპრების სამსახური გვახსენდება ყველაზე ხშირად, როდესაც სენატს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი სათათბირო ორგანოს ვუწოდებთ. დღეს მე პირადად არ მჯერა, რომ ამის მტკიცება შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ ასე იყო უწინაც. თუმცა, დროდადრო ეს ასე არ ყოფილა. დღეს პატივი მერგო ერთ-ერთ ასეთ სხდომას დავესწრო.
ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ვალდებულებების გამოცდა – ხელისუფლების მიერ განსაზღვრული პოლიტიკის ავტორიზაცია, შესაბამის თანხების გამოყოფა. რეკომენდაციების გაკეთება – ეს ყველაფერი საინტერესო და ცოცხალი პროცესია, ეს ხშირად გულწრფელი და პრინციპულია. მაგრამ დღეს ეს პოზიციები ცალმხრივი და ერთ კონკრეტული გუნდის შეხედულებების გამომხატველია. შესაძლოა, ეს მსჯელობა მაინც იყო მნიშვნელოვანი და და სასარგებლო. თუმცა ალბათ ყველა ვთანხმდებით რომ ბოლო პერიდოში ამას ამერიკელი ხალხისთვის კარგი არაფერი მოუტანია.
ამ ყველაფერში ორივე მხარეა დამნაშავე. ვინ ისროლა პირველმა? ამას ისტორიკოსები დაადგენენ. ეჭვი მ,აქვს, რომ ისინი ორივე მხარეს დაადანაშაულებენ. ალბათ, ისინი მიიჩნევენ რომ ჩვენ ერთი დიდი შეთქმულების წევრები ვართ. ზოგი წინასწარ განსაზღვრული მიზნით, ზოგიც – არა. ფაქტია, რომ ჩვენ ყველამ ვითამაშეთ ჩვენი როლი. ასევე მეც. რა თქმა უნდა, ხანდახან ჩემში ვნებებმა იმძლავრეს. ხანდახან ხდებოდა ისე რომ კოლეგასთან ხისტი საუბრის შემდეგ, საერთო ენის გამონახვა შეუძლებელი იყო. ხანდახან უფრო მეტად გამარჯვება მსურდა, ვიდრე შედეგის მიღწევა.
კომპრომისი არის ის რასაც ორივე მხარე აკრიტიკებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც თანხმდება. უბრალოდ პრობლემებისთვის თავის არიდება და ჩვენი მტრების მიერ დაგეგმილი ყველაზე უარესი დანაშაულის აღკვეთა შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის. ამას პოლიტიკურ ტრიუმფს ვერ დავარქმევდი. ეს არის ის რასაც ჩვენი პოლიტიკური სისტემისგან უნდა ველოდოთ. ეს სისტემა ჩვენსავით მრავალფეროვანი, სადავო და თავისუფალია.
ვართ თუ არა პრეზიდენტის პარტიიდან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ არ ვართ პრეზიდენტის სუბორდინაციის ქვეშ, ჩვენ ვართ პრეზიდენტის თანასწორები. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ერის შვილები. ჩვენ არ ვიმალებით კედლებს მიღმა, ჩვენ მათ ვანგრევთ.
ცოტა ხნით მივდივარ სახლში სამკურნალოდ, მაგრამ ყოველთვის დაბრუნდები, რათა განანოთ ის კარგი სიტყვები, რაც თქვით ჩემს შესახებ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩემი ავადმყოფობის შესახებ შეიტყვეთ“ – აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.
ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს რამდენიმე დღის წინ ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმის დიაგნოზი დაუსვეს. მაკკეინს მკურნალობის კურსი სხივურ თერაპიას და ქიმიოთერაპიას მოიცავს. მაკკეინი ამჟამად სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. 2008 წელს ის აშშ-ის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს. ვეტერანი სენატორი ცნობილია თავისი ხისტი და კრიტიკული პოზიციით რუსეთის მოქმედი ხელისუფლების მიმართ.