მთავარისიახლეებიეკონომიკარა გავლენას მოახდენს ენგურჰესის კაშხლის შემოგარენის მომავალი სახეცვლილება გარემოზე ? ...

რა გავლენას მოახდენს ენგურჰესის კაშხლის შემოგარენის მომავალი სახეცვლილება გარემოზე ? რამდენად უსაფრთხოა გასართობი ცენტრის მოწყობა ოკუპაციის საზღვართან?

Published on

 ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის შემოგარენში კეთილმოწყობილი სამუზეუმო-რეკრეაციული სივრცის შექმნა რომ უამრავ ტურისტს მოიზიდავს, ამას მთავრობაც და მოსახლეობას ერთსულოვნად აღიარებს.  ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებით ხიბლავს ის, რომ ენგურჰესის ტურისტული პოტენციალის გამოყენება და გადაქცევა მსოფლიო დონის ატრაქციად  დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და მცირე ბიზნესის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. საკმარისია ითქვას, რომ წინასწარი გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება. წელიწადში 400 ათასამდე ტურისტის მომსახურება აჩენს შანსს, ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალი მივიღოთ საერთაშორისო ტურიზმისგან.
 
 მაგრამ არის კითხვებიც. და საკმაოდ სერიოზული. მათ შორისაა კითხვები, რომელიც ეკოლოგიაში, დემოგრაფიაში, ადგილობრივ ყოფაში მოსალოდნელ ცვლილებებს ეხება. 
რა გავლენას მოახდენს პროექტი გარემოზე?
 რამდენად არის გამართლებული გასართობი ცენტრის მოწყობა ოკუპაციის საზღვართან?
 
პასუხს ამ კითხვებზე ნახავთ ბიზნესპრესნიუსის სტატიაში ,,რა რისკებს შეიცავს ენგურჰესზე ტურისტული ცენტრის მოწყობა'', რომელშიც  მიხეილ დუნდუა, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სწორედ ამ საკითხებს ეხება: 
 
იგი თვლის, რომ ეს სავსებით ლეგიტიმური კითხვებია.
გარემოზე ეგავლენის თვალსაზრისით, მისი თქმით საშიში არაფერია, რადგან  ყველა ატრაქცია ენგურჰესის არსებულ ინფრასტრუქტურასა და წყალსაცავზე მოეწყობა, შესაბამისად, ამას გარემოზე ნეგატიური გავლენა ვერ ექნება.
 
რაც შეეხება მეორე კითხვას, რომელიც საოკუპაციო ზოლში უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, იგი ამბობს რომ, ენგურჰესი შეიძლება გახდეს ნიმუში, როგორ შეიძლება საერთო ინტერესმა ომის გამო გაყოფილი ხალხი გააერთიანოს. ჰესზე გამომუშავებული ენერგიით დღემდე მარაგდება აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა. ამადსთან ჰესის რეკრეაციულ ზონად გადაქცევის შედეგებით ისრგებლებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა, ის ხალხი, ვინც ომის არაერთი საშინელება გამოიარა და დღესაც ოკუპაციის მძიმე შედეგებით ცხოვრობს. 

 
 
 
 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...