მთავარისიახლეებიმსოფლიო,,სუვერენიტეტი იერუსალიმზე ჩვენია და ბოლომდე ვიბრძოლებთ მისი განთავისუფლებისთვის'' - პალესტინამ ისრაელთან...

,,სუვერენიტეტი იერუსალიმზე ჩვენია და ბოლომდე ვიბრძოლებთ მისი განთავისუფლებისთვის” – პალესტინამ ისრაელთან ოფიციალური კონტაქტი შეაჩერა

Published on

პალესტინამ ისრაელთან ოფიციალური კონტაქტი შეაჩერა. განცხადება ამის შესახებ პალესტინის ავტონომიის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა, გააკეთა გუშინ, 21 ივლისს გამართულ  საგანგებო თათბირზე
 
მიზეზი იერუსალიმის ძველ ქალაქში ალ აქსას მეჩეთთან მეტალოდეტექტორების დამონტაჟება გახდა. პალესტინის ხელმძღვანელობა კატეგორიულად მოითხოვს ისრაელის მთავრობისაგან  ხელი აიღოს მსგავს ზომებზე და აცხადებს, რომ სანამ ეს არ მოხდება, არ დაელაპარაკება მას. 
,,სუვერენიტეტი იერუსალიმზე ჩვენია და ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ქალაქის განთავისუფლებისთვის'' – ნათქვამია პალესტინის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
 
მუსლიმების წმინდა ადგილას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მასშტაბური არეულობა მოჰყვა. შეტაკების დროს სამი პალესტინელი დაიღუპა, ასზე მეტი კი დაშავდა.
 
დაპირისპირებიდან რამდენიმე საათის შემდეგ თავდასხმა მოხდა რამალასთან ახლოს მდებარე ებრაულ დასახლებაშიც, სადაც დანით შეიარაღებულმა პალესტინელმა სამი ადამიანი მოკლა.
 
თავდამსხმელი ებრაელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. 
 

 

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...