მთავარისიახლეებიეკონომიკაანაკლიაში 4 ოჯახს უძრავი ქონება ჩამოერთმევა

ანაკლიაში 4 ოჯახს უძრავი ქონება ჩამოერთმევა

Published on

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ოჯახს უძრავი ქონება ჩამოერთმევა. საუბარია, დაახლოებით 15 238 კვადრატული მეტრის ფართზე. ეს მიწები დაექვემდებარება ექსპროპრიაციას ( საკუთრების ძალადობრივ ჩამორთმევას სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) . – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების  სამინისტრომ მიმდინარე წლის 10 ივლისს.   
 
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის  2017 წლის 10  ივლისის  ბრძანებაშია აღნიშნული, ამ მიწების მესაკუთრეებმა უარი განაცხადეს უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე იმ მიზეზით, რომ  მათთვის მიუღებელია   ქონების გამოსასყიდი ღირებულების ის ოდენობა, რომელიც სამინისტრომ შესთავაზა, თუმცა   ინფორმირებულნი იყვნენ, რომ გამოსყიდვაზე მათი უარის შემთხვევაში სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ მათი საკუთრების ექსპროპრიაციას მოახდენს.
 
აქვე აღნიშნულია, რომ  ექსპროპრიაციის შემთხვევაში საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ მესაკუთრეები კონსტიტუციით გარანტირებულ წინასწარ, სრულ და სამართლიან ანაზღაურებას მიიღებდნენ.
 
აღსანიშნავია, რომ ეს ექსპროპრიაციის 1-ლი შემთხვევა არ არის. წინა თვეში სამინისტრომ კიდევ 9 ოჯახის უძრავი ქონების, დაახლოებით, 14,700 კვადრატული მეტრის ფართის ჩამორთმევის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 
 
საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 სექტემბერს გაფორმდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულება – ინვესტორს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით გადასცეს 340 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.
 
წყარო:https://bpn.ge/finansebi/
 
 

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...