მთავარისიახლეებისაზოგადოებამესტია -ნატახტარის ავიარეისები განახლდა- მგზავრობის ფასი 65 ლარია, 2010 წელს...

მესტია -ნატახტარის ავიარეისები განახლდა- მგზავრობის ფასი 65 ლარია, 2010 წელს კი 50 ლარი იყო

Published on

5-თვიანი პაუზის შემდეგ განახლდება .მცირე ზომის თვითმფრინავის ფრენები  ნატახტრის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით,  –  პირველი რეისი 18 ივლისს განხორციელდება.  რეგულარული  ავიარეისები მესტიისკენ  კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, დღის 11 საათზე შესრულდება. მესტიიდან ნატახტარში გაფრენა კი იმავე დღეებში 14:00 საათზე იქნება შესაძლებელი. რეისებს ჩეხური წარმოების L-410 ტიპის, 15-ადგილიანი საჰაერო ხომალდი შეასრულებს. 
 
 ბილეთის  ღირებულება 65 ლარი იქნება. 
 
თითოეული გაფრენა კომპანიას 3 100 ამერიკული დოლარი უჯდება. სუბსიდიების პირობებში, მომხმარებელი ბილეთის სრულს ფასს არ იხდის. ფრენებს საქართველოს მთავრობა 4 მილიონიანი სუბსიდიით წაახალისებს. 
 
კონტრაქტი სახელმწიფოსა და საავიაციო კომპანიას შორის 3 წელი გაგრძელდება და ამ სამი წლის განმავლობაში მომხმარებელი ფრენებზე სუბსიდირებულ ფასს მიიღებს. 
 
აღნიშნულ რეისთან დაკავშირებული ტენდერი ქართულმა კომპანიამ, სერვის ეარმა მოიგო, თუმცა, ქეთი ალექსიძის თქმით, ღია ელექტრონულ ტენდერში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა. 
 
შეგახსენებთ – 2010 წლის დეკემბერში, როდესაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი გახსნა, ოპერატორად კანადური კომპანია Ken Borek Air დაინიშნა. ამ პერიოდში დაიწყო რეგულარული რეისების განხორციელება თბილის-მესტია-თბილისი რეისით და მცირე ავიაციის განვითარების პროექტის ფარგლებში სახელმწიფო სუბსიდიას ეს რეისიც იღებდა. მესტიის აეროპორტიდან მგზავრების გადაყვანას ვერტმფრენებიც უზრუნველყოფდნენ, რომლით მგზავრობის ღირებულებაც 50 ლარს შეადგენდა. 
 
 
 
 

სიახლეები

ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ...

მოკლული მასწავლებლის დედა მალანიებს მიმართავს

მოკლული მასწავლებლსი საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას...

გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის განხილვის გადადება მოითხოვა

პარტია „საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის გადადებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა...

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...