მთავარისიახლეებისაზოგადოებააღმაშენებელზე დაშავებული გოგონას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

აღმაშენებელზე დაშავებული გოგონას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

Published on

აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის კედლის ჩამოშლის შედეგად დაშავებული გოგონას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც  „ინტერპრესნიუსთან'' საუბარში  ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან რატიანმა განაცხადა, დაშავებულ 20 წლის გოგონას კედლის ჩამონგრევის შედეგად მრავლობითი დაჟეჟილობები და მოტეხილობები აღენიშნება. კერძოდ, ქალა-თავისა და გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა და სხვა. 
 
„პაციენტი კონტაქტურია. რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება, თუმცა ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა ლევან რატიანმა. 
 
აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის კედელი გუშინ ჩამოინგრა. ნაშალი მასალა გამვლელ გოგონას დაეცა.
 
პაციენტის ახლობლები კედლის ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ. 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....