მთავარისიახლეებისაზოგადოება,,შერატონ მეტეხი პალასში'' დღეს გაჩენილი ხანძარი საწყის ეტაპზევე ჩააქრეს

,,შერატონ მეტეხი პალასში” დღეს გაჩენილი ხანძარი საწყის ეტაპზევე ჩააქრეს

Published on

სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის” სარდაფში მდებარე თბოიზოლაციის სისტემას ცეცხლი გაუჩნდა.
 
 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მისული  4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადის მიერ დროულად მიღებული ზომების შედეგად ხანძარი  საწყის ეტაპზევე იქნა ლიკვიდირებული. 
 
სამწუხაროდ,  ცეცხლმა გამოიწვია ძლიერი დაკვამლიანება და სწორედ კვამლის ჩასუნთქვის შედეგად დაშავდა 3 მუშა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაშავებულ მუშებს დამწვრობა არ აღენიშნებათ.
 
“შერატონ-მეტეხი პალასში” სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

სიახლეები

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, წელს პირველად სკოლის მოსწავლეების ნაწილი ვალდებულები ხდებიან, სასკოლო ფორმები ატარონ

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ცნობილია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში...

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...