მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში მეთევზემ ვენები გადაიჭრა

ფოთში მეთევზემ ვენები გადაიჭრა

Published on

ფოთში რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთმა მეთევზემ ვენები გადაიჭრა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ასევე, მეთევზეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
 
ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, მეთევზის მდგომარეობასტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
 
“კლინიკაში შემოვიდა 27 წლის მამაკაცი. მას აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა წინამხრის არეში. პაციენტი მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში იმყოფება. მას ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა უტარდება”, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.
 

ამ ინცინდენტის არალელურად კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობდა. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ის ფოთში მეთევზეების პრობლემების მოსასმენად და მათი გადაჭრის გზების განსახილველად ჩავიდა. მეთევზეების თქმით, დღევანდელი კანონმდებლობით, პალიასტომის ტბაზე თავისუფალი თევზჭერა და ძრავიანი ნავით გადაადგილება ეზღუდებათ.ისინი კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. 
 
მეთევზეებმა დღეს დილით მალთაყვის უბანში საპროტესტო აქცია გამართეს. მათ პალიასტომის ტბაზე არსებული შეზღუდვები გააპროტესტეს.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...