მთავარისიახლეებისაზოგადოებასად გადის საქართველოს საზღვრები? სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო...

სად გადის საქართველოს საზღვრები? სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია ახალი შემადგენლობით დამტკიცდა

Published on

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია ახალი შემადგენლობით დაამტკიცა. 
 
კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს.
 
კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები.
 
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია არის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანო, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე საქართველოს პოზიციის შემუშავების, მოლაპარაკებათა წარმართვის, შესაბამისი სამუშაოების ორგანიზების, ასევე, მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით იქმნება.
 

სიახლეები

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, წელს პირველად სკოლის მოსწავლეების ნაწილი ვალდებულები ხდებიან, სასკოლო ფორმები ატარონ

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ცნობილია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში...