მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთის სავაჭრო ცენტრის დირექტორი მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვს

ფოთის სავაჭრო ცენტრის დირექტორი მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვს

Published on

ფოთის ბაზრობის დაზარალებული მოვაჭრეები პოლიციაში  გამოკითხეს. როგორც ერთ-ერთი მოვაჭრე შორენა თვალთვაძე აცხადებს შეკითხვები ეხებოდა   ხანძრის დეტალებს. 
 
"ჩვენ გავაცანით ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიგვაჩნია, ბაზრობა დაწვეს. გვკითხეს ზარალზეც – მე პირადად, 100 000 ლარით დავზარალდი", – აღნიშნა თვალთვაძემ. 
 
მისივე თქმით, რადგან ბაზრობის ადმინისტრაცია მოვაჭრეებს დახმარებას დაპირდა, ჯერჯერობით აქციებს წყვეტენ.
 
რაც შეეხება ბაზრის ადმინისტრაციის პოზიციას, დღეს ამის შესახებ  განცხადება გააკეთა სავაჭრო ცენტრის მეპატრონემ  ნოდარ კორსანტიამ, რომელიც დღეს დილიტ დაზარალებულებს შეხვდა.
 
მისი   თქმით, ისიც მოვაჭრეების მსგავსად დაზარალებულია. 
 
„მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა მთავრობისგან კომპენსაცია მივიღო. თუ რამე ამინაზღაურდება, ყველას გაგინაწილებთ. იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით ვარ. კანონის ფარგლებში ვიმოქმედებ და პასუხისმგებლობას არ გავექცევი.დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით გამოსავალს ვიპოვით“, -განაცხადა ნოდარ კორსანტიამ. 
 
ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან მოლაპრაკებები მიმდინარეობს, რათა დაზარალებულებს შეღავათი გაეწიოთ. საუბარია ბანკის სესხების გადავადებაზე.
 
მათივე ინფორმაციით, პოლიციიდან ნებართვის მიიღებისთანავე, მერიის შესაბამისი სამსახურები დამწვარი ტერიტორიის დასუფთავებას დაიწყებენ.
 
გუშინ, ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. დაზარალებულებს საკუთარი ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდათ. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
 

სიახლეები

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, წელს პირველად სკოლის მოსწავლეების ნაწილი ვალდებულები ხდებიან, სასკოლო ფორმები ატარონ

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ცნობილია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში...

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...