მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ვისაც მობეზრდა იმ მინდორზე ცხოვრება, რომელიც ენძელებით არის მოფენილი და გუგულები და...

,,ვისაც მობეზრდა იმ მინდორზე ცხოვრება, რომელიც ენძელებით არის მოფენილი და გუგულები და გედები ბუდობენ, ხმას მისცემს ენმ – ს კანდიდატებს” -ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე

Published on

 ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს. 
 
,,ვისაც მობეზრდა იმ მინდორზე ცხოვრება, რომელიც ენძელებით არის მოფენილი და გუგულები და გედები ბუდობენ, ის მისცემს ხმას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს'' – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე , რომელიც  თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარტიის საარჩევნო შტაბის ოფიციალურად გახსნას მიეძღვნა. .ვაშაძის თქმით, მისთვის დიდი პატივია  პარტიის შეტავაზება უხელმძღვანელოს  ზაალ უდუმაშვილის შტაბს.
 
„ჩვენი შტაბი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედის საარჩევნო კამპანიაში იმისათვის, რათა ღირსეულმა კანდიდატმა, ღირსეულმა თბილისელმა, ღირსეულმა პროფესიონალმა, ადამიანმა, რომელმაც გადადო პირადი კეთილდღეობა და გადაწყვიტა მშობლიური ქალაქის პრობლემების გადაწყვეტაში მონაწილეობა მიეღო, ზალიკო უდუმაშვილის გამარჯვებისთვის ბრძოლა იწყება. ეს მარტო ზალიკოს შტაბი არ იქნება, ეს იქნება ცენტრალური ადგილი ყველა ჩვენი მაჟორიტარისთვის, ამიტომ მოქალაქეებს ვთხოვ, მობრძანდით, ჩვენი კარები ყოველთვის გახსნილი იქნება. ვისაც მობეზრდა ნეპოტიზმი, კორუფცია, უძრაობა, ეკონომიკური უკუსვლა; დაპირებები, რომლებიც ვერ შესრულდება, იმიტომ რომ დილეტანტების მიერ არის გაცემული; ვისაც სურს, რომ თბილისის სათავეში იდგეს ადამიანი, ვისაც ზურგზე არც კლანური, არც პარტიული, არც პოლიტიკური ნეგატიური ბარგი არ აქვს აკიდებული, ხმას მისცემს ზალიკო უდუმაშვილს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 
 
 „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ ვაშაძეს შეთავაზებაზე დათანხმებისა და მხარდაჭერითვის.  ,,პარტიაში არის სრული მობილიზაცია, რომ მან დაიწყოს ბრძოლა თბილისის გადასარჩენად.''-   აღნიშნა მან.
 
მისი თქმით, საარჩევნო შტაბის კარი ღიაა ყველასთვის 24 საათის განმავლობაში და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა და საკუთარი მოსაზრებებისა და პრობლემების გაცნობა. 
 
 

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...