მთავარისიახლეებისაზოგადოებასურსათის უვნებლობისა და გარემოს ეროვნულ სააგენტოებს ,,საცივის სკანდალი'' არ ასვენებთ და...

სურსათის უვნებლობისა და გარემოს ეროვნულ სააგენტოებს ,,საცივის სკანდალი” არ ასვენებთ და განცხადებას განცხადებაზე აცხობენ

Published on

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, – გარემოს ეროვნული სააგენტო. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, სავარაუდოდ ეს ქართული სანელებლების გარშემო ატეხილ სკანდალს უკავშირდება 
 
როგორც უწყებაში განმარტავენ, სააგენტო ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს 4 ქალაქში აწარმოებს – თბილისში (2008 წლიდან), რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში (2014 წლიდან).
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული კვლევების თანახმად, 2016 წლის საშუალო მონაცემების მიხედვით 2015 წელთან შედარებით ჰაერში ტყვიის შემცველობა თბილისში შემცირებულია 5-ჯერ, ქალაქ ბათუმში დაახლოებით, 3-ჯერ, რუსთავში – 2-ჯერ, ხოლო ქუთაისში კი უმნიშვნელოდ.
 
მათივე ცნობით, ტყვიის შემცველობის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია 2017 წლის განმავლობაშიც (5 თვის მონაცემის მიხედვით) გრძელდება.
 
როგორც სააგენტოში განმარტავენ, დასახლებული ადგილების ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია შეადგენს 0,0003 მგ/მ³-ში (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №297/ნ, 2001 წლის 16 აგვისტო, თბილისი, გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ).

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...